ბალენსიაგას კრეატიული დირექტორი დემნა გვასალია Pratt Institute-ის გალაზე შემოქმედებითი ნიშნით დააჯილდოვეს.

დიზაინერი ნიუ-იორკში არ იმყოფებოდა და ღონისძიებაზე დასწრება ვერ შეძლო, თუმცა, მან 4-წლიანი დაფინანსება გამოუყო ორ სტუდენტს.

The Black Alumni of Pratt პროექტია, რომელიც 1990 წლიდან სხვადასხვა ინდუსტრიაში დაბალი პროცენტულობით წარმოდგენილ უმცირესობების წევრებს სხვადასხვა გზით ეხმარება. ჯგუფი აფრო-ამერიკელ და ლათინოამერიკელ სტუდენტებს აფინანსებს. ამ დროის განმავლობაში პროექტმა $5 მილიონის ოდენობის გრანტის მოზიდვა შეძლო.

სწორედ აღნიშნული ჯგუფის საშუალებით დააფინანსებს დემნა გვასალია ორ სტუდენტს.