მოსაკრებელი ოჯახში 2-ზე მეტ მანქანასა და ძრავის მოცულობაზე — სამუშაო ჯგუფის ინიციატივები
ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შესახებ შექმნილმა თემატურმა ჯგუფმა მუშაობა უკვე დაასრულა და გარემოს დაცვის კომიტეტმაც შემუშავებული რეკომენდაციები გაასაჯაროვა.
თემატური მოკვლევის საფუძველზე, კომიტეტმა შეიმუშავა დროში გაწერილი რეკომენდაციები. ეს რეკომენდაციები სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს მათ შორისაა:
- ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვი;
- მშენებლობები და სამშენებლო მტვერი;
- ბუნებრივი მტვერი;
- გამწვანების პრობლემა;
- ტენიანობის და მორწყვის პრობლემა;
- საწვავის ხარისხი და მონიტორინგი;
- აზბესტის ხუნდები და აზბესტის შემცველი პროდუქცია;
- საბურავების როლი ჰაერის დაბინძურებაში;
- დაბინძურებული ჰაერის ზემოქმედება ადამიანზე;
- ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის გამოყენების ხელშეწყობა.
ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის ქვეთავში ნათქვამია, რომ ამის წასახალისებლად ბევრი ინიციატივა განხორციელდა და ბევრიც იგეგმება. "აუცილებელია სითამამე და მეტი ინოვაციური თუ ექსპერიმენტული ღონისძიების განხორციელება", — ნათქვამია ანგარიშში.
ამავე დოკუმენტის მიხედვით, თემატური მოკვლევის პერიოდში ჩატარდა შეხვედრები სხვადასხვა დაინტერესებულ მხარესთან და გაჟღერდა ახალი ინიციატივები, რომლებიც მეტ მსჯელობასა და ყურადღებას იმსახურებს:
- დაინერგოს სატრანსპორტო საშუალებათა ეკოლოგიური კლასიფიკაცია;
- თბილისის მასშტაბით, მოსაკრებელი დაწესდეს ძრავის მოცულობის მიხედვით;
- ერთ ოჯახში 3 და მეტი ავტოსატრანსპორტო საშუალების ფლობა დამატებითი მოსაკრებლით განისაზღვროს;
- შემუშავდეს შეღავათების სპეციალური სახელმწიფო პროგრამა, რომელიც წაახალისებს სტუდენტების მიერ ველოსიპედებისა და სხვა ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის გამოყენებასა და ფეხით სიარულს;
- თბილისის ძველ უბნებში (მაგალითად, სოლოლაკი), რომელიც გამოირჩევა ინტენსიური დასახლებით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებითა და საცობებით, თან, ტურისტულად მიმზიდველია, აიკრძალოს ყველანაირი ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაადგილება. გამონაკლისი შეიძლება იყოს ადგილობრივი მოსახლეობის ჰიბრიდული და ელექტროტრანსპორტი;
- თბილისის მერიამ განიხილოს იმის შესაძლებლობა, რომ შოთა რუსთაველის გამზირი კვირაში ერთხელ (მაგალითად, კვირა დღეს) დაიკეტოს ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის და გაიხსნას მხოლოდ ქვეითთათვის;
- ზეპირ მოსმენებზე თბილისი მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ, აღნიშნა ძალიან საინტერესო ინიციატივა ქალაქის გარეუბნებიდან ცენტრის მიმართულებით მოსახლეობის გადაადგილება საბაგიროს მეშვეობით.
გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ მოგვიანებით განმარტა, რომ გამოქვეყნებულ ანგარიშში რეკომენდაციებთან ერთად ის იდეებიცაა წარმოდგენილი, რომელიც მოკვლევის დროს იქნა მიღებული და კომიტეტმა შემდგომი განხილვისთვის საინტერესოდ მიიჩნია.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები