გუბაზ სანიკიძემ პარტია დემოკრატიული მოძრაობა დატოვა. როგორც პარტიაში აღნიშნავენ, სანიკიძე და პარტიის ლიდერი, ნინო ბურჯანაძე შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ ის საქმიანობას დამოუკიდებლად გააგრძელებს.

"შეხვედრის დასასრულს ნინო ბურჯანაძემ და გუბაზ სანიკიძემ ერთმანეთს წარმატება უსურვეს", — აღნიშნულია პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.