პაშინიანი: ბავშვები სქესობრივ განათლებას თუ არ მიიღებენ, ყველაფერს პორნოებიდან გაიგებენ
სომხეთის პრემიერ მინისტრი ნიკოლ პაშინიანი მიიჩნევს, რომ ქვეყნის ყველა მოქალაქეს უნდა ჰქონდეს სქესობრივი განათლება. მისი თქმით, ბავშვები იზრდებიან და კონკრეტულ ეტაპზე სჭირდებათ ცოდნა. მისივე თქმით, აუცილებელია ბავშვებისთვის ინფორმაციის სწორად მიწოდება უზრუნველყონ.
"საიდან მიიღებენ ინფორმაციას? ქუჩაში? ინტერნეტში აკრძალული ფილმების ყურებისას, რომელიც მათი ასაკისთვის არ არის გათვალისწინებული? როცა ჩუმად ისარგებლებენ პორნო საიტებით?" — განაცხადა პაშინიანმა პრესკონფერენციაზე.
ასე უპასუხა პაშინიანმა იმ კრიტიკას, რომელიც წიგნის, ჩემი პირადი სხეულის პრეზენტაციამ გამოიწვია. სომხურმა საზოგადოებამ წიგნი მიუღებლად ჩათვალა, პაშინიანმა კი თქვა, რომ გარყვნილება წიგნში ვერ აღმოაჩინა.
"წავიკითხე და ვერაფერი ისეთი ვერ დავინახე. მე პატივისცემით ვეკიდები ხალხს და მზად ვარ მოვუსმინო მათ აზრს იმაზე, რომ ეს გარყვნილებაა. თუ ასეა, საჭიროა აღმოვფხვრათ, მაგრამ მოდი გავიაზროთ რა არის ეს", — აღნიშნა მან.
პაშინიანმა სქესეობრივი განათლების არქონის მინუსებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ უმეტეს შემთხვევაში იმპოტენციის მიზეზი სწორედ ეს არის.
"ნუთუ ეს არ არის პრობლემა ჩვენი ტრადიციული ოჯახებისთვის? ეს არ არის პრობლემა ჩვენი დემოგრაფიისთვის? ჩვენ არ ვიცით იმიტომ, რომ ამ პრობლემას არ განვიხილავთ, რადგან ოპონენტები იტყვიან: რას განიხილავს პრემიერ-მინისტრი? მეტი საქმე არ აქვს? მაშინ აღარ ვისაუბროთ ეკონომიკურ კრიზისზე, რომ ის აღარ იყოს, არ ვისაუბროთ დემოგრაფიულ პრობლემაზე, რომ ეს პრობლემაც აღარ იყოს. სომხეთის მოქალაქე განათლებული უნდა იყოს", — განაცხადა პაშინიანმა.
პრემიერმა აღნიშნა, რომ გაურკვეველია საიდან იღებენ ინფორმაციას სქესობრივი ცხოვრების შესახებ ის ადამიანები, რომლებიც დაოჯახებას აპირებენ.
"სერიოზულად ვკითხულობ, საიდან გაიგებენ: ქუჩაში, საუბრებში თუ უფროსებს კითხავენ აზრს?", — განაცხადა მან და ჰკითხა დამსწრეებს სურდათ თუ არა ქვეყნის შუა საუკუნეებში დატოვება.
გარდა ამისა პრემიერმა აღნიშნა, რომ სომხეთში არსებობს მავნე პრაქტიკა, როდესაც უფროსები ბავშვებს გინებას ასწავლიან.
"მოდის უფროსი და ეუბნებიან ბავშვს: მიდი აგინე. ესეც ეუბნება მე შენი და მიდის სიცილი", — პრემიერმა პრესკონფერენციაზე სიცილი განასახიერა და განაცხადა, რომ ამ შემთხვევაში რატომღაც არავინ ფიქრობს გარყვნილებაზე.
წიგნის ჩემი პირადი სხეული პრეზენტაცია სომხეთის ერთ-ერთ კაფეში 4 მაისს გაიმართა. Epress-ის ინფორმაციით, ღონისძიებაზე დამსწრებ კაცთა ნაწილმა ორგანიზატორებს კვერცხები ესროლეს. გამოცემა წერს, რომ ამავდროულად ისინი სოციალურ ქსელებში სიძულვილის ენის შემცველი კომენტარებით საზოგადოების პროვოცირებას ცდილობდნენ.
-
გადახედვააზერბაიჯანში, "ამორალური კონტენტის" გამო, 60-მდე ტიკტოკერი დასაჯეს აზერბაიჯანში, "ამორალური კონტენტის" გამო, 60-მდე ტიკტოკერი დასაჯეს
-
გადახედვააქციის დროს დაკავებული ირაკლი კუპრაძე და გელა ხასაია გაათავისუფლეს აქციის დროს დაკავებული ირაკლი კუპრაძე და გელა ხასაია გაათავისუფლეს
-
გადახედვასაგარეოში უარყოფენ, რომ საქართველოს ელჩი გერმანიაში ბუნდესტაგში დაიბარეს — რა ვიცით საგარეოში უარყოფენ, რომ საქართველოს ელჩი გერმანიაში ბუნდესტაგში დაიბარეს — რა ვიცით
-
გადახედვაროგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა როგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა
-
გადახედვარაზე საუბრობს პრეზიდენტი ევროპულ მედიასთან — ზურაბიშვილის ინტერვიუები სამ ტელეარხთან რაზე საუბრობს პრეზიდენტი ევროპულ მედიასთან — ზურაბიშვილის ინტერვიუები სამ ტელეარხთან
-
გადახედვაჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა ჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა
-
გადახედვაოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება რუსულ კანონთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება რუსულ კანონთან დაკავშირებით
-
გადახედვატეილორ სვიფტი 19 აპრილს ახალ ალბომს უშვებს —ყველაფერი, რაც ალბომზე უნდა იცოდე ტეილორ სვიფტი 19 აპრილს ახალ ალბომს უშვებს —ყველაფერი, რაც ალბომზე უნდა იცოდე
-
გადახედვაარა, ფეისბუკი თქვენს ფოტოებს უნებართვოდ არ გამოიყენებს — რა ხდება სინამდვილეში არა, ფეისბუკი თქვენს ფოტოებს უნებართვოდ არ გამოიყენებს — რა ხდება სინამდვილეში
-
გადახედვანახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა ნახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა
-
გადახედვახოაკინ ფენიქსის ნაპოლეონი საშინელებაა, მე უკეთესად ვითამაშებდი — ბრაიან კოქსი ხოაკინ ფენიქსის ნაპოლეონი საშინელებაა, მე უკეთესად ვითამაშებდი — ბრაიან კოქსი
-
გადახედვაამ აქციებმა დაგვანახეს საჭიროება და ხალხის მხარდაჭერა ამ კანონის მიმართ — შალვა პაპუაშვილი ამ აქციებმა დაგვანახეს საჭიროება და ხალხის მხარდაჭერა ამ კანონის მიმართ — შალვა პაპუაშვილი
-
გადახედვაგიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ გიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ
-
გადახედვაკვენტინ ტარანტინო ბოლო ფილმს, რომელშიც ბრედ პიტს უნდა ეთამაშა, აღარ გადაიღებს კვენტინ ტარანტინო ბოლო ფილმს, რომელშიც ბრედ პიტს უნდა ეთამაშა, აღარ გადაიღებს
-
-
გადახედვათამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან თამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან
-
გადახედვაუშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი მაქვს მოტეხილი — ელისაშვილი უშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი მაქვს მოტეხილი — ელისაშვილი
-
გადახედვაქოაჩელას მუსიკალურ ფესტივალზე ლანა დელ რეისა და ბილი აილიშის დუეტი შედგა — ვიდეო ქოაჩელას მუსიკალურ ფესტივალზე ლანა დელ რეისა და ბილი აილიშის დუეტი შედგა — ვიდეო
-
გადახედვამარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ მარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ
-
-
კომენტარები