ნინოწმინდაში ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებაზე ბავშვებს საბჭოთა სიმღერა День Победы [გამარჯვების დღე] ამღერეს. ვიდეომასალა რუსთავი 2-მა გაავრცელა.

ნინოწმინდაში ქართული ოცნების დეპუტატი, პარლამენტის წევრი ენზელ მკოიანი აცხადებს, რომ კონცერტი უბრალო ხალხის ორგანიზებულია და "ბავშვებს მშვიდობა უნდათ". მისი თქმით, არ იცის სიმღერა ბავშვებმა აარჩიეს თუ არა და ხალხს რაიმეს ვერ აუკრძალავს. მისივე თქმით, ბავშვები არ ფიქრობენ, რომ ამ სიმღერაში ცუდი სიტყვებია. დეპუტატის ინტერვიუს თარგმანი რუსთავი 2-მა გაავრცელა.

კონცერტი ნინოწმინდაში ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით

კონცერტი ნინოწმინდაში ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით

კონცერტი ნინოწმინდაში ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით

კონცერტი ნინოწმინდაში ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით

ფოტო: კადრი ვიდეოდან/ რუსთავი 2

სიმღერა სპეციალურად ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავად დაიწერა და ის საბჭოთა არმიის, ისევე, როგორც რუსული არმიის მარშირებისთვის გამოიყენება. რუსული ვიკიპედიის მიხედვით, აღნიშნული სიმღერა 9 მაისის დღესასწაულების განუყოფელი ატრიბუტია.

9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების დღეს თბილისსა და რეგიონებში სხვადასხვა ღონისძიებები იყო დაგეგმილი. თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე "გამარჯვების დღესთან" დაკავშირებით რუსეთში დაფუძნებული ორგანიზაციის, უკვდავთა პოლკის მსვლელობა, ანტიოკუპაციური მოძრაობების ორგანიზებით კი 2 კონტრაქცია გაიმართა.