ტვიტერის ერთ-ერთ გვერდზე, სადაც ძირითადად ლონდონის გზებზე შექმნილი პრობლემების შესახებ იდება ინფორმაცია, ცოტა ხნს წინ გამოჩნდა ვიდეო, რომელზეც ორი თოლია ჩანს.

გაუგებარია, თუ რა უნდოდათ ამ ფრინველებს, რომლებიც ორი დღის განმავლობაში რამდენჯერმე დაბრუნდნენ კამერასთან და ჯიუტად მიაშტერდნენ.

თუმცა, დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ თუ მათი მიზანი პოპულარობა იყო, საწადელს ნამდვილად მიაღწიეს — ფრინველები ინტერნეტს მაშინვე შეუყვარდა.

ინტერნეტის მომხმარებლებმა მათ უკვე სახელები შეარქვეს და ტვიტერზე გვერდი გაუკეთეს.

გრემი და სტივი ლონდონის ქუჩის სათვალთვალო კამერამ რამდენჯერმე დააფიქსირა:

გახსოვთ თოლიები ანიმაციური ფილმიდან "ნემოს ძიებაში", რომლებიც სულ "ჩემიას" გაიძახიან? ვიღაცამ მათ შორისაც დაინახა მსგავსება.

ვინ იცის, იქნებ გრემი და სტივი იმიტომ ბრუნდებიან სათვალთვალო კამერასთან, რომ სწორედ იქ დამეგობრდნენ და ის ადგილი მათთვის ძალიან ძვირფასი გახდა?!