გაფრთხილება: სტატია შეიცავს Avengers: Endgame-დან სპოილერებს, ასე რომ, თუ ჯერ კიდევ არ გინახავთ ბლოკბასტერი, კითხვა აღარ განაგრძოთ.

ამის ნაცვლად, შეგიძლიათ სტატია დააბუქმარქოთ, ფილმის სანახავად წახვიდეთ და მოგვიანებით გაეცნოთ შურისმაძიებლების ბოლო ფილმიდან ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ციტატის მიღმა არსებულ შინაარსს.

ფოტო: Marvel Studios

შურისმაძიებლების ფინალი სავსეა ემოციური მომენტებით, მაგრამ ალბათ არაფერი შეედრება ფრაზას "I love you 3000". და თუ რკინის კაცის დიდი ფანი ხართ, ძალიან გაგიჭირდებოდათ ფილმის დასასრულს მისი კიდევ ერთხელ მოსმენისას ცრემლების შეკავება.

"3 000-ჯერ მიყვარხარ", — ამ ფრაზას ფილმში ორჯერ გაიგებთ: პირველად ამ სიტყვებს ტონი სტარკს მისი პატარა შვილი, მორგანი ეუბნება და ამ დიდი რიცხვით გამოხატავს 5 წლის გოგო მამის მიმართ ძლიერ სიყვარულს. მანამდე სტარკი შვილს ეუბნება, რომ "ტონობით ძალიან უყვარს", პატარა გოგოს კი უნდა, რომ აჩვენოს, რომ მისი გრძნობა უფრო "ბევრია".

მეორე შემთხვევაში, მორგანს ტონი სტარკის ჰოლოგრამა ახსენებს, თუ როგორ ძალიან უყვარს მამას ის.

თუმცა, ამ ფრაზაში ფანებმა უფრო მეტი რამ ამოიკითხეს.

მარველის კინოსამყაროს 22 ფილმის ხანგრძლივობა ჯამში 2 871 წუთს შეადგენს

და თუ მას დავუმატებთ ჯერ არ გამოსული Spider-Man: Far from Home-ის ხანგრძლივობას, რაც ფანების გამოთვლებით 129 წუთია, ჯამში 3 000-ს მივიღებთ

ამ თეორიაზე დაყრდნობით კი, ტონი სტარკს, რომელსაც ენდგეიმში დავემშვიდობეთ, მარველის მომავალ ფილმშიც ვიხილავთ

თუმცა, იმის გამო, რომ ჯერ სპაიდერმენის ახალი ფილმის სრული ხანგრძლივობა უცნობია, დანამდვილებით ვერაფერს ვიტყვით. ისღა დაგვრჩენია, რომ თითები გადავაჯვარედინოთ და ივლისს დაველოდოთ, როცა ფილმის პრემიერა შედგება.