შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში, ვაკის პარკთან მიმდინარე პრორუსული აქციიდან ერთი პირი საბჭოთა სიმბოლიკის გამოყენების გამო პოლიციაში გადაიყვანა. ამის შესახებ On.ge-ს უწყების პრესსამსახურიდან აცნობეს. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ის კომუნისტური პარტიის თავმჯდომარე თემურ ფიფიაა.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, საბჭოთა სიმბოლიკის გამოყენების პირველ შემთხვევაში სამართალდამცავები მოქალაქეს აფრთხილებენ, განმეორებით შემთხვევაში კი ათასი ლარით დაჯარიმებაა გათვალისწინებული.

გარდა ამისა, პოლიციამ წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციის დაუმორჩილებლობის მოტივით ორი პირი დააკავა. საქმისწარმოება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით მიმდინარეობს.