სასექსის ჰერცოგმა და ჰერცოგინიამ პირველი შვილის სახელი გაასაჯაროვეს. სამეფო ოჯახის ახალ წევრს არჩი ჰარისონ მაუნტბატენ-უინძორი ჰქვია.

დედოფალმა თავისი მერვე შვილთაშვილი დღეს უინძორების სასახლეში გაიცნო. იქ პრინც ჰარისთან და მეგან მარკლთან ერთად იყვნენ პრინცი ფილიპი და მეგანის დედა დორია რეგლენდიც. ფოტო მათ სამეფო ოჯახის ფოტოგრაფმა კრის ალერტონმა გადაუღო.

მსოფლიომ პირველად იხილა მეგანისა და ჰარის პირველი შვილი, რომელიც 6 მაისს დაიბადა. წყვილმა ახალშობილი მსოფლიოს წმინდა ჯორჯის ტაძრის დერეფნიდან გააცნო, სადაც მათ ერთი წლის წინ, მაისში, ჯვრისწერა ჰქონდათ.

"დედობა საოცარი და ჯადოსნური რამაა. ძალიან იღბლიანი ვარ, რომ ჩემ გარშემო ორი საოცარი ბიჭია", — თქვა სასექსის ჰერცოგინიამ შვილსა და პრინც ჰარიზე.

ფოტო: Dominic Lipinski

ფოტო: Dominic Lipinski

ამავე თემაზე: