რედბერიმ საქართველოს კაპიტალისგან 3,2 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია მოიზიდა
ციფრული მარკეტინგის ქართულმა სააგენტო რედბერიმ საქართველოს კაპიტალისგან 3,2 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციის მოზიდვის შესახებ განაცხადა. რედბერი მოზიდულ ინვესტიციას კლიენტებთან მეტი ინტეგრაციისა და ციფრული ტრანსფორმაციის სრულფასოვან სააგენტოდ გარდაქმნისთვის გამოიყენებს.
მოზიდული რესურსი სააგენტოს შესაძლებლობას მისცემს, არსებულ სერვისებს ახალი სერვისები დაუმატოს და მათი ეფექტური ინტეგრაციით ბაზარზე სრულიად უნიკალური შეთავაზება გააკეთოს — ინოვაცია, როგორც სერვისი. რედბერიში შეიქმნება ციფრული ინოვაციების სრულყოფილი შიდა ეკოსისტემა, რაც აერთიანებს: კრეატიულ საკომუნიკაციო სერვისებს, ციფრული პროდუქტების დიზაინსა და დეველოპმენტს, კონტენტის ფროდაქშენს, ციფრულ გაყიდვებს, მედიადაგეგმარებასა და საკონსულტაციო სერვისებს.
შექმნილი ეკოსისტემა სრულიად ხელმისაწვდომი იქნება რედბერის კლიენტებისთვის, რაც სააგენტოს მათთან უფრო სიღრმისეული ურთიერთობის დამყარების შესაძლებლობას მისცემს. კლიენტებთან ბიზნესპარტნიორობის გზით რედბერი შექმნის ახალ ციფრულ პროდუქტებს და განავითარებს გაყიდვის ციფრულ არხებს. მოზიდულ ინვესტიციას რედბერი ასევე გამოიყენებს ახალი ციფრული სტარტაპების შექმნისა და განვითარებისთვის.
"ძალიან მიხარია, რომ ეს თანამშრომლობა შედგა და თავის მხრივ, ეს შეთანხმება საუკეთესო პრეცედენტია ჩვენს ინდუსტრიაში, ქვეყნის წამყვანმა საინვესტიციო კომპანიამ, ინვესტიცია ჩადოს ინტელექტუალურ რესურსში. ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი დასაწყისია ინდუსტრიის კიდევ უფრო მეტად განვითარებისა და წინსვლისთვის. ბოლო წელი განსაკუთრებით შედეგიანი აღმოჩნდა რედბერისთვის. ჩვენს მიერ განხორციელებულმა კამპანიებმა უამრავი მნიშვნელოვანი ჯილდო მოიგო საერთაშორისო ასპარეზზე. შექმნილმა გადაწყვეტებმა კი რთული პრობლემები წარმატებით გადააჭრევინა და ბიზნესის ხელშესახები ზრდა მოუტანა ჩვენს კლიენტებს. ასეთი მომენტუმის დროს, მჯერა, ეს სწორედ ის სინერგიაა, რომელიც ფრთების კიდევ უფრო ფართოდ გაშლაში დაგვეხმარება და თითოეულ რედბერელს თავისი პოტენციალის სრულად გამოვლენის შესაძლებლობას მისცემს. რედბერის სწორედ თითოეული ჩვენგანის პროფესიონალიზმი, ენერგია და ენთუზიაზმი ქმნის", — აცხადებს რედბერის მმართველი პარტნიორი ლევან კეცხოველი.
"მოზიდული ინვესტიცია განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლის საშუალებას მოგვცემს. შევძლებთ, გავხდეთ სააგენტო, რომელიც კლიენტებს წარმატებული ციფრული ტრანსფორმაციისთვის სერვისების სრულყოფილ სპექტრსა და ურთიერთობის პარტნიორულ მოდელს შესთავაზებს. ვფიქრობ, ეს არა მარტო ჩვენთვის, არამედ მთელი ბაზრისთვის ძალიან დროული და სასარგებლო მოვლენა იქნება. მომხმარებლები ბრენდებისგან სულ უფრო და უფრო მეტად მოელიან იმავე ხარისხის გამოცდილების მიღებას, როგორსაც ტექნოლოგიური გიგანტებისგან იღებენ. შესაბამისად, ტრადიციული ბრენდების სწორი ციფრული ტრანსფორმაციის მნიშვნელობა დღითი დღე იზრდება", — განაცხადა რედბერის მმართველმა პარტნიორმა გაგა დარსალიამ.
"მოხარული ვარ, გაცნობოთ, რომ საქართველოს კაპიტალი წარმატებით შევიდა სწრაფად მზარდ ციფრულ სექტორში. ციფრული ტრანსფორმაციის სერვისებში ინვესტიცია კარგად თავსდება ჩვენს პორტფელთან და გვაძლევს ციფრული შესაძლებლობების განვითარების საშუალებას ჩვენს ბიზნესებში. რედბერის მენეჯმენტის გუნდთან თანამშრომლობით მოველი არსებული სტრატეგიული ხედვის აღსრულებას და დივერსიფიცირებული ბიზნესმოდელის შექმნას, რომელიც სხვადასხვა ციფრულ სერვისებს გააერთიანებს", — აცხადებს საქართველოს კაპიტალის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და დირექტორი ირაკლი გილაური.
რედბერი 2014 წელს დაარსდა და დღეს ის ერთ-ერთი ცნობილი და წარმატებული ციფრული მარკეტინგული სააგენტოა საქართველოში. სააგენტო მომსახურებას უწევს წამყვან ქართულ კომპანიებს ეკონომიკის მრავალ სექტორში.
-
გადახედვამეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს მეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს
-
გადახედვაშესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს შესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს
-
გადახედვადააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას დააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას
-
გადახედვაკანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა კანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა
-
გადახედვამდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
-
გადახედვაუცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა უცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა
-
გადახედვამზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს მზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს
-
გადახედვაკრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ კრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ
-
გადახედვაკიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა კიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა
-
-
-
გადახედვააქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC აქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC
-
-
-
გადახედვაარ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია არ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია
-
გადახედვაგენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა გენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა
-
-
გადახედვაფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს ფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს
-
გადახედვამილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა მილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა
-
გადახედვაჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს ჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს
-
გადახედვავაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ? ვაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ?
კომენტარები