ოსკაროსანი მსახიობი, მუსიკოსი და მოდელი ჯარედ ლეტო კიდევ ერთხელ გახდა მეთ გალას ხალიჩის ყველაზე ექსტრავაგანტული კაცი ვარსკვლავი. ლეტო, რომელიც გუჩის სახეცაა, მეთ გალაზე საკუთარი თავით მივიდა.

კი, პირდაპირი მნიშვნელობით თავით.

ლეტომ ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის მუზეუმში შესვლამდე ფანებს ჯერ საკუთარი თავი აჩვენა და შემდეგ მანქანიდან გადმოსული მიესალმა.

ბრილიანტებით გაწყობილი გრძელი წითელი მანტიით შემოსილი ლეტოს მთავარი აქსესუარი სწორედ მისი ანალოგი თავი იყო, რომელსაც 47 წლის მსახიობი ხელჩანთასავით დაატარებდა.

ეს კონცეფცია სიურპრიზი არაა. გუჩის კრეატიულმა დირექტორმა ალესანდრო მიკელემ ის მილანის მოდის კვირეულზე 2018 წლის თებერვალში წარადგინა.