ბილაინმა დღეს ახალი ვიდეორგოლი გამოაქვეყნა. სიუჟეტში ჩანს როგორ ასწორებს მამაკაცი კედელზე ჩამოკიდებულ ჩარჩოებს წარწერებით: "ზარები", "ინტერნეტი", "ხარვეზები". მოგვიანებით კი ფირსაკრავზე უკრავს აქამდე უცნობ ჯინგლს ტექსტით: "ბილაინი ასწორებს".

სიუჟეტი მიანიშნებს, რომ კომპანია მომსახურების გაუმჯობესებაზე ზრუნვის პროცესშია და ამაში გენერალური დირექტორია თავად ჩართული, რადგანაც ვიდეოს მთავარი მოქმედი პირი, სწორედ კომპანიის გენერალური დირექტორი - ანჯეი მალინოვსკია.

ქართულ ბაზარზე კომპანიების დირექტორები მსგავსი კომუნიკაციით არ გამოირჩევიან, ბილაინმა კი ეს გადაწყვეტილება ერთ-ერთმა პირველმა მიიღო.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, ვიდეორგოლი გენერალური დირექტორის მონაწილებით, ახალი კამპანიის - "ბილაინი ასწორებს" დასაწყისია, რომელზეც კრეატიულმა სააგენტომ "რედბერი" იმუშავა.

საზოგადოებას სულ მალე მიეცემა შესაძლებლობა იხილოს კამპანიის გაგრძელება და გაიგოს თუ რას უმზადებს ბილაინი მის მომხმარებელს. დასაწყისი დამაინტრიგებელია, რაც კიდევ უფრო საინტერესო განვითარების მოლოდინს აჩენს.