თავისუფალი საქართველოს ზესტაფონის მერობის კანდიდატმა, გოგი წულაიამ სურსათის ეროვნული სააგენტოს ოფისში ფაროსანები მიუყვანა.

წულაია ამბობს, რომ ფაროსანას წინააღმდეგ მილიონები იხარჯება, თუმცა, კონკრეტული შედეგი არ არის. წულაია აცხადებს, რომ "ფაროსანა თავს კარგად გრძნობს, ფუტკრები და ფრინველები კი განადგურდა".

"ახლა უნდა იყვნენ სოფლებში ჩასული და წამლავდნენ, მაგრამ ყველა მანქანა აქ დგას და არც ახსოვთ მოსახლეობა. ეს არის დანაშაული. რადგან ესენი არაფერს აკეთებენ და არ მიდიან ფაროსანასთან, ჩვენ დავიჭირეთ და მივიყვანეთ ფაროსანები, რომ აქ მოყვანილი მაინც მოკლან", — ინტერპრესნიუსის ცნობით, თქვა გოგი წულაიამ.