6 აგვისტოს საკონცერტო დარბაზ Black Sea Arena-ზე ცნობილი ბრიტანელი შემსრულებლის, Jessie J-ის კონცერტი გაიმართება.

მას მსოფლიოს მასშტაბით სამი მილიონი ალბომი და ოცი მილიონი სინგლი აქვს გაყიდული. Jessie J მუსიკალურმა სამყარომ 2011 წელს გამოცემული სადებიუტო ალბომით Who You Are გაიცნო. BRIT Awards-ის ჯილდოს მომტანი ალბომი ისეთ ჩანაწერებს შეიცავდა, როგორებიცაა "Price Tag", "Domino" და "Laserlight".

ბილეთების გაყიდვა დაიწყება ხვალ, 8 მაისს, საღამოს 20:00 საათზე საიტებზე TKT.ge და Eventer.ge.