მიანმარში Reuters-ის დაკავებული ორი ჟურნალისტი ამნისტიით გაათავისუფლეს. მათ ციხეში 500 დღე გაატარეს და ბრალად სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ კანონის დარღვევა ედებათ. ჟურნალისტები მუსლიმი როჰინჯების მკვლელობას იძიებდნენ.

33 წლის ვან ლონმა და 29 წლის კია სო ომ საპატიმრო დაწესებულება ექვსი ათას ადამიანთან ერთად დატოვეს.

"ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემს ოჯახის წევრებსა და კოლეგებს ვხედავ. ვერ ვითმენ, როდის მოვხვდები ჩემს რედაქციაში", — განაცხადა ერთ-ერთმა ჟურნალისტმა.

ჟურნალისტები 2017 წლის დეკემბერში დააკავეს მას შემდეგ, რაც მათ გადასცეს დოკუმენტები, რომელშიც მუსლიმი როჰინჯების მკვლელობაზე იყო საუბარი. 2018 წლის სექტემბერში ჟურნალისტებს შვიდწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

დაკავებულ ჟურნალისტებს მხარს უჭერდა Reuters და ამტკიცებდა, რომ მის თანამშრომლებს კანონი არ დაურღვევიათ. მათ გათავისუფლებას მოითხოვდნენ გაერო, ევროკავშირი, აშშ, კანადა და სხვა ქვეყნები.

როჰინჯი მუსლიმების მასობრივი მკვლელობის გამოზიებისთვის ვან ლონმა და კია სო ომ აპრილში პულიცერის პრემია მიიღეს. ამასთანავე Time-მა ისინი სხვა ჟურნალისტებთან ერთად წლის ადამიანებად დაასახალა.