Game of Thrones-ის ფანებს რომ მახვილი მზერა აქვთ, არავისთვისაა უცხო. საგის ფანებმა ზუსტად იციან, რომ ყოველი კადრი, ყოველი სიტყვა მნიშვნელოვანია და შეიძლება სამომავლოდ გაურკვეველი ამბის გასაღები გახდეს. სწორედ ამიტომ, თვალებდასიებულები მისჩერებიან ეკრანს და ეძებენ ყველაფერს, რაც მინიშნებას მისცემს.

ასე აღმოაჩინეს მათ სტარბაქსის ჭიქაც, რომელიც ვინტერფელში ომისშემდგომ ზეიმზე დეინერისის წინ დევს. ფანების ნაწილმა აკრიტიკა პროდიუსერები და რეჟისორები ასეთი დაუფიქრებელი შეცდომის გამო. თუმცა, ნაწილმა არ დაიჯერა, რომ შოუს ასეთი დეტალი გაეპარებოდა და მართალიც აღმოჩნდა.

Game Of Thrones-ის ოფიციალურ ტვიტერზე გამოჩნდა პოსტი, რომელიც გვაუწყებს, რომ კადრში ყავის გამოჩენა მართლა შეცდომა იყო, მაგრამ ეს სტარბაქსი სულაც არ ყოფილა.

"დედოფალმა ჩაი შეუკვეთა", — განაცხადეს შოუს შემქმნელებმა.

თავად კომპანია კი წერს, რომ გაკირვებულია დედოფალმა დრაკონის სასმელი რომ არ მოითხოვა.

ჩვენ კი ის უფრო გვაინტერესებს დეინერისის სახელი და უდიდესი რეგალია ამ პატარა ჭიქაზე როგორ დაატიეს და დიდი პორცია რატომ არ მიართვეს ქარიშხალთშობილს.

აშკარაა, რომ ფანები სარეკლამო კამპანიის მსხვერპლი აღმოჩნდნენ და ტყუილად ივიშვიშეს დაუფიქრებელ შეცდომაზე, რომელიც სერიალს არ ეკადრებოდა. ამას თავიდანვე უნდა მიმხვდარიყვნენ, რადგან არაერთხელ დაამტკიცეს, რომ შემთხვევითი კადრი სერიალში არ არსებობს და ყველაფერს ყურადღების მიქცევა სჭირდება.

აი, მაგალითად, ბრანის 10-წამიან ხილვაში მეფის სავანის თავზე მოფარფატე დრაკონის ამოსაცნობად რამდენჯერ დაგჭირდათ კადრის გადახვევა ან შენელება?

ან რამდენი იწვალეთ ამავე ხილვაში გიჟი მეფის ფრაზა: დაწვით ყველა, რომ ამოგეკითხათ

ახალ ინტროში სერსეის მოხატული სასახლის ფოიეს დანახვაც არ იყო მარტივი.

ჯობია აღიაროთ, რომ წამიერად დაგავიწყდათ, რომელ სერიალს უყურებდით და სარეკლამო ხრიკს წამოეგეთ. ვის არ მოსვლია.