ლაგოდეხში ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებული ალაზნის გამო თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზაზე მესამე დღეა დატბორილია. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მოძრაობა ამ დროისთვის მაღალი გამავლობის ტრანსპორტისთვის აღდგა. უსაფრთხოების მიზნით, მაღალი განმავლობის მანქანები ორივე მიმართულებით მორიგეობით მოძრაობენ, სხვა ტიპის ტრანსპორტისთვის გადაადგილება აკრძალულია.

კახეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, რომ საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. მათი ინფორმაციით, ამ დროისათვის კახეთში აღარ წვიმს. დატბორილი ტერიტორიიდან მიმდინარეობს წყლის ამოტუმბვა, მდინარის ნაპირსამაგრი სამუშაოები მას შემდეგ დაიწყება, როცა წყლის დონე დაიწევს.