დღეს, 7 მაისს გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მწერალთა სახლი გაქურდეს და დავით სარაჯიშვილის კუთვნილი ნივთები გაიტაცეს. აღმოჩნდა, რომ ქურდობა გასულ წელს მოხდა და გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს.

მწერალთა სახლის პრესსამსახურში On.ge-ს განუცხადეს, რომ მათთვის უცნობია, რატომ გამოიწვია შარშანდელმა ქურდობამ აურზაური ერთი წლის შემდეგ. მათი თქმით, გაქურდვის შესახებ ინფორმაცია არც მაშინ და არც ახლა თავად არ გაუვრცელებიათ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს ქურდობის ფაქტი დაუდასტურეს და განუცხადეს, რომ გამოძიების ფარგლებში ამ საქმეზე სხვადასხვა პირები არიან გამოკითხული.

შენიშვნა: მასალის თავდაპირველი სათაური იყო: მწერალთა სახლიდან დავით სარაჯიშვილის კუთვნილი ნივთები მოიპარეს, რაც შეიცვალა ინფორმაციის დაზუსტების შემდეგ