მედიის განვითარების ფონდის პროექტმა მითების დეტექტორი ნეიტრალიტეტის პოლიტიკის წინააღმდეგ ფეისბუქკამპანია დაიწყო. კამპანიის დაწყების იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც პატრიოტთა ალიანსმა საქართველოს ნეიტრალიტეტი მოითხოვა.

მითების დეტექტორის ფეისბუქგვერზე ვკითხულობთ, რომ "საქართველოს ნეიტრალიტეტი ნიშნავს ოკუპაციასთან შეგუებას!". კამპანიაში ჩასართავად უნდა შექმნათ თქვენი მიმი და გაავრცელოთ ჰეშტეგით #Noტრალიტეტი.

პატრიოტთა ალიანსმა 5 მაისს სპორტის სასახლეში გამართულ ყრილობაზე 27 მაისიდან აქციების დაწყება დააანონსა. აქციების მთავარი მოთხოვნა "სამხედრო მიუმხრომლობა" იქნება. პარტიის ლიდერები თავდავდაცვის ბიუჯეტის შემცირებასაც ითხოვენ. პარტიის ლიდერების თქმით, მთავარი აქცია 15 ივნისს თავისუფლების მოედანზე გაიმართება, შემდეგ კი ყოველდღიურ რეჟიმში გაგრძელდება.

"სამხედრო მიუმხრომლობა აუცილებლად, იმიტომ რომ ესაა უსაფრთხოების ერთადერთი გზა დღეს", — უთხრა დავით თარხან-მოურავმა ჟურნალისტებს.