როგორც ჩანს, ომგამოვლილი დედოფალი დეინირისი ძალების აღსადგენად სტარბაქსს მიირთმევს. GOT-ის ფინალური სეზონის მეოთხე სერიაში ვინტერფელის ერთ-ერთ სცენაში მაგიდაზე ყავის ჭიქა დევს და ინტერნეტი უკვე დარწმუნებულია, რომ სტარბაქსი სწორედ დრაკონების დედას ეკუთვნის.

თუ თავის დასპოილერება არ გსურთ, მაგრამ ამ დაუჯერებელი ამბის გადამოწმებასაც ვერ ითმენთ, მომენტის ნახვა 16:34 წუთზე შეგიძლიათ.

"მათ ორი წელი ჰქონდათ უნაკლო შოუს ჩვენამდე მოსატანად და გინდათ გვითხრათ, რომ ვინტერფელის სცენაში სტარბაქსის ჭიქა გამორჩათ?" — ხუმრობს ერთ-ერთი ფანი ტვიტერზე.

და კი, ინტერნეტს არც მიმების გაკეთება გასჭირვებია:

"მგონი ვინტერფელის სტარბაქსის მოლარე მზად არაა, რომ დეინერისის სახელი დაწეროს ჭიქაზე".

მართლაც, წარმოგიდგენიათ რამდენი შრომა მოუწევდა?

მოაახლოვეთ კადრი უკეთ სანახავად:

ფოტო: HBO

ფოტო: HBO