ილიაუნიში ახალგაზრდული ფორუმი "SDG თაობა: როგორ ვაქციოთ მიზნები მიღწევებად“ გაიმართა
გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელმა ლიკა ტორიკაშვილმა საერთაშორისო ახალგაზრდულ ფორუმი "SDG თაობა: როგორ ვაქციოთ მიზნები მიღწევებად" გამართა. ფორუმში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა სფეროში მოღვაწე 10-მა ახალგაზრდა ქალმა, რომლებმაც თავიანთი წარმატების ისტორიასა და ამ წარმატების გზაზე არსებული გენდერული სტერეოტიპების შესახებ ისაუბრეს.
გენდერული სტერეოტიპები ჩვენს საზოგადოებაში იმდენად გავრცელებულია, რომ მოზარდებს ხშირად უჭირთ იმის გააზრება, რამხელა გავლენა შეიძლება მოახდინოს გენდერული საკითხებისადმი არაჯანსაღმა შეხედულებებმა მათ პიროვნულ განვითარებაზე. იმისათვის, რომ სტერეოტიპების მსხვერპლნი არ გავხდეთ, მნიშვნელოვანია მეტი ვიცოდეთ ისეთი საკითხების შესახებ, როგორებიცაა:
- ადამიანის უფლებები;
- გენდერული თანასწორობა;
- რეპროდუქციული ჯანმრთელობა და სხვა.
ფორუმის უმთავრესი მიზანი იყო, ახალგაზრდები დაფიქრებულიყვნენ არსებულ სტერეოტიპებსა და იმ როლზე, რომელსაც ანიჭებენ ქალებს განათლების, კულტურისა თუ მდგრადი განვითარების სხვა სფეროებში. ისინი გაეცნენ სტერეოტიპების იდეას და განიხილეს გენდერული სტერეოტიპების უსამართლო ბუნება, ასევე იმსჯელეს გაეროს 2030 წლის დღის წესრიგის მეხუთე მიზნის – გენდერული თანასწორობის – შესახებ.
"ჩვენი გამომსვლელების მოხსენებებს ძალიან აქტიური გამოხმაურება მოჰყვა, რაც იმას მიანიშნებს, რომ ეს თემები ნამდვილად აქტუალურია და ქართველი ახალგაზრდები ძალიან დაინტერესებულები არიან. მალალას კლასელების ისტორია განსაკუთრებით გამოსარჩევია, რადგან მათმა გამოსვლამ დიდი მოწონება დაიმსახურა. ერთია, როცა წიგნში კითხულობ იმ ისტორიას, რაც მათ გადახდა თავს, ხოლო მეორეა, როცა პირდაპირ ისტორიის მონაწილეებისგან ისმენ მას", - ამბობს ლიკა ტორიკაშვილი.
ღონისძიების სტუმრები იყვნენ: დიდი ბრიტანეთიდან შაზია რამზანი (Shazia Ramzan) და კაინათ რიაზი (Kainat Riaz), ნობელის მშვიდობის პრემიის ყველაზე ახალგაზრდა ლაურეატის, მალალა იუსუფზაის თანაკლასელები, რომლებიც წლების განმავლობაში მალალასთან ერთად იბრძვიან, რათა ყველა გოგონას ჰქონდეს განათლების მიღების საშუალება, ასევე კარენ სუდრი – ისრაელის ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში და აზიზა აზნიზანი – მალაიზიის "Paint the World-ის" დამფუძნებელი.
"ასეთი ფორუმების ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ გენდერულ სტერეოტიპებზე საუბარი უფრო მეტად აქტუალური გახდეს. მე მალაიზიიდან ვარ, სადაც ქალთა უფლებებზე საუბარიც კი რთულად წარმოსადგენია. აქ ვითარება განსხვავებულია, რაც აქტიური მუშაობის შედეგია. მიხარია, რომ მომეცა საშუალება ქართველ ახალგაზრდებს შევხვედროდი და მათთვის ჩემი გამოცდილება გამეზიარებინა", - ამბობს აზიზა აზნიზანი.
ახალგაზრდული ფორუმი ხორციელდება გაეროს სააგენტოებთან – გაეროს მოსახლეობის ფონდსა (UNFPA) და გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) პარტნიორობით, შვედეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული გაეროს ერთობლივი პროგრამის "გენდერული თანასწორობისთვის" ფარგლებში. ღონისძიების მხარდამჭერი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი იყო.
-
-
გადახედვაბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე ბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე
-
-
გადახედვასაქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე საქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე
-
გადახედვამასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს მასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს
-
გადახედვაახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს ახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს
-
გადახედვამედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ მედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ
-
გადახედვაროგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა როგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა
-
გადახედვავინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით ვინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით
-
გადახედვა340 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარედგინა 340 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაბელას ადგილას, ედვარდს დავშორდებოდი — კრისტენ სტიუარტი ბელას ადგილას, ედვარდს დავშორდებოდი — კრისტენ სტიუარტი
-
გადახედვამამუკა ხაზარაძე: რეალურად, ვდგავართ ძალიან დიდ გზაჯვარედინზე — ან ევროპა ან რუსეთი მამუკა ხაზარაძე: რეალურად, ვდგავართ ძალიან დიდ გზაჯვარედინზე — ან ევროპა ან რუსეთი
-
გადახედვაინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბიტი ინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბიტი
-
-
გადახედვაფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ ფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ
-
გადახედვაახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს ახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს
-
გადახედვა2023 წელს შემცირდა ქორწინების, განქორწინების და შობადობის მაჩვენებელი — საქსტატი დემოგრაფიულ მაჩვენებლებს აქვეყნებს 2023 წელს შემცირდა ქორწინების, განქორწინების და შობადობის მაჩვენებელი — საქსტატი დემოგრაფიულ მაჩვენებლებს აქვეყნებს
-
გადახედვაემა სტოუნს Poor Things-ის რეჟისორის ახალ ფილმში ვიხილავთ — ნახე ტრეილერი ემა სტოუნს Poor Things-ის რეჟისორის ახალ ფილმში ვიხილავთ — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაბაკურიანში, თოვლის მასაში ერთი ადამიანია მოყოლილი — ადგილზე მუშაობენ მაშველები ბაკურიანში, თოვლის მასაში ერთი ადამიანია მოყოლილი — ადგილზე მუშაობენ მაშველები
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა კვლავ გადაიდო ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა კვლავ გადაიდო
-
გადახედვა2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ 2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ
კომენტარები