განსაკუთრებულად საყვარელ კატას, ფეის გაგაცნობთ, რომელიც სხვა კატებისგან იმით გამოირჩევა, რომ ძალიან სევდიანი გამომეტყველება აქვს.

დიახ, მას მსოფლიოში "ყველაზე დრამატული კატაც" კი შეგვიძლია ვუწოდოთ, რადგან თითქმის ყველა ფოტოში, რომელსაც პატრონი უღებს, საოცრად ჩაფიქრებული და მოწყენილია.

არ მოტყუვდეთ — სინამდვილეში ფეის ერთი მიზეზიც კი არ აქვს, რომ მოიწყინოს! კატა ჩინეთში, უფრო კონკრეტულად კი ძიანსუში თავის მოსიყვარულე პატრონტან ერთად, საკმაოდ საინტერესო და ბედნიერი ცხოვრებით ცხოვრობს.

თანგ ჩენგი კი ყოველთვის ცდილობს, რომ ფეი გაამხიარულოს და თავისუფალ დროს არც მისი სათანადოდ გამოკვება, გასუფთავება და გართობა ეზარება.

ყველაზე დრამატული კატა ინტერნეტშიც ძალიან პოპულარული გახდა. ინსტაგრამზე მას უკვე ათასობით გამომწერი ჰყავს, მის პოსტებს კი არასდროს აკლია პოზიტიური კომენტარები და მოწონებები.

აი, სხვები თამაშობენ, ის კი ისევ დრამას დგამს

ამიტომ, ფეის უმორჩილესად ვთხოვთ, რომ ნუ გვატყუებს და მოღუშული სახის ნაცვლად, უბრალოდ გაიღიმოს!