სუპერპოპულარული მომღერალი ადელი 5 მაისს 31 წლის გახდა. და რადგანაც მას ფანები ძალიან უყვარს და თავის მსმენელზეც ბევრს ფიქრობს, საკუთარ დაბადების დღეზე დიდი საჩუქარი გაგვიკეთა და ახალი ალბომი დაგვიანონსა.

თუმცა ეს ყველაფერი არაა. ადელმა, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ გაშორდა ქმარს, თავის 31 მილიონ გამომწერს ინსტაგრამზე რჩევაც გაუზიარა და აღნიშნა, რომ გასული წელი მის ცხოვრებაში საკმაოდ რთული და გამოცდებით სავსე იყო:

"ბოლო წლების განმავლობაში დრამატულად შევიცვალე, ცვლილებებს განვაგრძობ და ეს მომწონს. 31 წელი დიდებული იქნება და ვაპირებ, რომ ის მთლიანად საკუთარ თავს დავუთმო. კარგად მოექეცით თქვენს თავს, ჩვენ ხომ უბრალოდ ადამიანები ვართ. გადადეთ ტელეფონი და ხმამაღლა იცინეთ ყველა შესაძლებლობაზე. ისწავლეთ როგორ გიყვარდეთ საკუთარი თავები. სულ ცოტა ხნის წინ გავაცნობიერე, რომ ეს საკმარისზე მეტია".

და ამ ტექსტის ბოლოს, ადელმა მოულოდნელად ახალი მუსიკა დაგვიანონსა და ალბომის სავარაუდო სახელიც გაგვიმხილა:

"30 სავსე იქნება სიველურით და დრამისა და ბასის ჟანრის მუსიკალური ჩანაწერებით".