დღეს მაისის პირველი ორშაბათია, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთ-წლიანი ლოდინი დასრულდა და ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის მუზეუმი ვარსკვლავებით, დიზაინერებით, ფოტოგრაფებითა და ექსტრავაგანტულობით აივსება.

მეთ გალას ყველა სტუმარს ერთი რამ აერთიანებს — გამოფენისთვის შერჩეული თემა, რაც 2019 წელს "კემპი: წარწერები მოდაზე" იქნება.

ყოველწლიურად გამოფენის თემას კოსტიუმის ინსტიტუტის კურატორი, ენდრიუ ბოლტონი ირჩევს. "ხანდახან მას 5 წლით ადრე აქვს გადაწყვეტილი, რა თემაზე ეცმევათ ვარსკვლავებს მომავალ მეთ გალაზე", — ამბობს ანა ვინტური.

მასშტაბური წვეულება 6 მაისს, ნიუ-იორკში საღამოს 7 საათზე დაიწყება, რაც თბილისის დროით დილის 3 საათია. მეთ გალა ტელევიზიით არ გადაიცემა, თუმცა ცნობილი ადამიანების დასტალკვის საუკეთესო გზა ინსტაგრამი, ტვიტერი და ფეისბუქია.

წლევანდელი თემიდან გამომდინარე, შესაძლოა ველოდოთ უცნაური ფორმის კაბებსა და გაზვიადებულ სტილს, წარწერების გამო კი ვივარაუდოთ, რომ ვიქტორ & როლფის ცნობილი კოლექციიდან ერთ-ერთ ნამუშევარს აუცილებლად ვიხილავთ.

როგორც უცხოური მედია წერს, გამოფენის მეორე ნაწილზე ფოკუსი ქონთემფორარ დიზაინერებსა და ბრენდებს დაეთმობათ, მათ შორის იქნებიან დემნა გვასალია, მიუჩია პრადა, გუჩი, ვიქტორ & როლფი და სხვები.