პარლამენტის დეპუტატი ემზარ კვიციანი ამტკიცებს, რომ ქართველ ერს გენეტიკასა და სისხლში არ აქვთ "მოსაწევისადმი" ამტანობა. მისი თქმით, საქართველოში სწორედ ამიტომ ხშირად ისმის, რომ ვიღაც "კაიფში დარჩა" მაშინ, როცა აზიაში უფრო ამტანები არიან. ეს აზრი კვიციანმა მარიხუანის მოხმარებასთან დაკავშირებით დააფიქსირა გადაცემაში მძიმე კაცთან.

"არ გვიდევს ჩვენ გენეტიკაში მაგი. ჩვენთან არის ღვინო. აი, შეხედეთ, აბა, აზიური ქვეყნები აიღეთ. მე, როგორც მაქვს გაგონილი და წაკითხულიცა მაქვს რაღაცები, არ უჭირთ მაგათ ამის გადატანა", — განაცხადა მან.

კვიციანი წარმოშობით სვანია. სვანეთში ისტორიულად ხშირად იყენებდნენ კანაფს სხვადასხვა საჭმელების დასამზადებლად.