ქუთაისის ბიუჯეტს ქალაქის დღესასწაულის, "ორმაისობის" აღნიშვნა 49 999 ლარი დაუჯდა. ღონისძიებისთვის საჭირო მომსახურება ტენდერის გარეშე, პირდაპირი შესყიდვის წესით შეიძინეს.

მერიის ინფორმაციით, გალა-კონცერტში მონაწილეობდნენ მუსიკალური პროექტ მთელი საქართველო სიყვარულით ქუთაისს-ის მონაწილე ალტერ ორკესტრი; მომღერლები: გიორგი სუხიტაშვილი, გიორგი მეფისაშვილი, თემო საჯაია, სალომე ბაკურაძე, სალომე კორკოტაშვილი, ეკა დოლიძე, მაია ბარათაშვილი, ნოდიკო ტატიშვილი, მიხეილ ჯავახიშვილი, სოფო გელოვანი; ნუკრი კაპანაძე, ნეკა სებისკვერაძე, მუსიკალური კოლექტივის ჩვენი კვარტეტი და უხუცესთა ფოლკლორული ანსამბლი ბერმუხა.

ამავე თემაზე: ზესტაფონის მუნიციპალიტეტი ქუთაისქალაქობის აღსანიშნად ქუთაისისთვის მხატვარს ქირაობს