მცხეთაში, სოფელ მამკოდასთან 25 მაშველი მდინარე გლდანულას მეორე ნაპირზე დარჩენილი ადამიანების გადმოყვანას ცდილობს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სოფელთან მდინარე ადიდდა და 70 ადამიანი მეორე ნაპირზე დარჩა. ამ დროისთვის სამაშველო ოპერაცია გრძელდება.

უწყებაში On.ge-ს უთხრეს, რომ მეორე ნაპირზე დარჩენილები, რომლებიც მამკოდის ტყეში საქეიფოდ იმყოფებიან, მაშველებს არ ემორჩილებიან და გადმოსვლაზე უარს აცხადებენ. ამის გამო ოპერაცია ამ დრომდე ვერ სრულდება.