საგრძნობლად დათბა, რაც იმას ნიშნავს, რომ ზაფხული მოდის და მონატრებული მოგზაურობის პერიოდიც სულ უფრო ახლოსაა.

მართალია, პარიზი, ვენა, პრაღა, თუ სხვა ევროპული ქალაქები ყველაზე პოპულარული დანიშნულების ადგილებია სამოგზაუროდ, მაგრამ შეიძლება "თვის ბოლოს პარიზში მივემგზავრები"თქვენთვის უკვე ბანალურადაც კი ჟღერდეს.

ამიტომ, დაგამშვიდებთ და გეტყვით, რომ მსოფლიოში კიდევ არსებობს მინიმუმ 10 შთამბეჭდავი ადგილი, რომელსაც სიცოცხლის მანძილზე ერთხელ მაინც უნდა ესტუმროთ.

აი, ისინიც:

1. ინდონეზია

ინდონეზია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი სახელმწიფო, რომელიც ასევე არქიპელაგს წარმოადგენს და ყველა მხრიდან ოკეანე აკრავს. იქ საუკეთესო ადგილებს ნახავთ, საიდანაც სანაპიროს ულამაზესი ხედებითა და თბილი ამინდებით დატკბებით.

2. პლიტვიცეს ტბების ეროვნული პარკი, ხორვატია

პლიტვიცეს ტბების ეროვნული პარკი ევროპის უძველესი და ხორვატიის უდიდესი ეროვნული პარკია, რომელიც 1949 წელს შეიქმნა და სადაც ჩასულ მოგზაურებს ულამაზესი ტყეები, ტბები და ჩანჩქერები ელოდებათ.

3. ბალი

ბალი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დანიშნულების ადგილია ტურისტებისთვის, რომლებიც იქ მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან ჩადიან და ადგილობრივი ღირშესანიშნაობების დათვალიერებით, კუნძულის საინტერესო კულტურის შესწავლითა და უგემრიელესი კერძების ჭამით არიან გართულნი.

4. ფუჯის მთა, იაპონია

ფუჯი იაპონიის ყველაზე მაღალი მთაა, რომლის სიმაღლეც 3376 მეტრს აღწევს. გაზაფხულზე ეს ადგილი განსაკუთრებულად ლამაზია, რადგან საშუალება გეძლევათ ნანატრი შვებულება აყვავებული ხეებით სავსე ზღაპრულ გარემოში გაატაროთ.

5. ტაჯ მაჰალი, ინდოეთი

ტაჯ მაჰალი ინდოეთის ნამდვილის საგანძურია და ის ასევე მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია შეტანილი. ნაგებობა, რომელიც 1631-1653 წლებში ააგეს, მნახველებში დღემდე უდიდეს აღფრთოვანებას იწვევს. ტაჯ მაჰალი ახალი შვიდი საოცრებიდან ერთ-ერთია.

6. ფილიპინები

ფილიპინების სამხრეთ აღმოსავლეთ აზიაში მდებარეობს და ბალიში გატარებული დაუვიწყარი დღეების შემდეგ, შეგიძლიათ მასაც ეწვიოთ. ქვეყანა 7 100 კუნძულისაგან შედგება, რაც იმას ნიშნავს, რომ იქ სანახავი ბევრია.

7. ჩეფჩაოუენი, მაროკო

ჩეფჩაოუენი მაროკოს ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქია, რომელიც მთლიანად ლურჯ ფერშია ჩაფლული. ადგილი განსაკუთრებულად მიმზიდველია მოგზაური პროფესიონალი, თუ მოყვარული ფოტოგრაფებისთვის.

8. სანტორინი, საბერძნეთი

ლურჯი ზღვა, მზე, ვიწრო, ძალიან ლამაზი ქუჩები, იახტები — ეს ყველაფერი არ არის, რაც საბერძნეთის ერთ-ერთ ულამაზეს კუნძულზე, სანტორინიში გელოდებათ.

9. ლოფოტის კუნძულები, ნორვეგია

ჩრდილოეთის ციალი ულამაზესი ბუნებრივი მოვლენაა, რომელსაც ყოველწლიურად უამრავი ადამიანი აკვირდება და შთამბეჭდავ ფოტოებს იღებს. თუ გინდათ, რომ ეს უჩვეულო მოვლენა საკუთარი თვალითაც ნახოთ, მაშინ ნორვეგიას, უფრო კონკრეტულად კი ლოფოტის კუნძულებს უნდა ესტუმროთ.

10. პოზიტანო, იტალია

პოზიტანო იტალიაში, კამპანიის რეგიონში მდებარე ზღაპრული სოფელია, რომელსაც იმდენად უცნაური და ლამაზი ლანდშაფტი აქვს, რომ თავი სიზმარში გეგონებათ. " პოზიტანო ზღაპრული ადგილია, რომელიც არარეალური გეჩვენება როდესაც აქ ხარ, მაგრამ წასვლის შემდეგ ხვდები, რომ ის მართლა არსებობს“ — წერდა ამერიკელი ჟურნალისტი ჯონ სტაინბეკი.