ნიდერლანდების დედაქალაქის, ამსტერდამის საქალაქო საბჭომ განაცხადა, რომ 2030 წლიდან ქალაქში დიზელსა და ბენზინზე მომუშავე მანქანის მოძრაობა აიკრძალება.

"დაბინძურება ხშირად ჩუმი მკვლელია და თავის მხრივ ამსტერდამის ჯანმრთელობისთვის ერთ-ერთ ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს", — განაცხადა ტრანსპორტის საკითხებში ქალაქის საბჭოს მრჩეველმა, შერონ დიქსმა.

საბჭოს მიერ მიღებული პროგრამა ითვალისწინებს, რომ ქალაქში ეტაპობრივად ჰაერის დამაბინძურებელი მანქანების მოძრაობა აიკრძალოს. 2020 წლიდან ქალაქში შესვლა აეკრძალებათ 15 წელზე დიდი ხნის, დიზელზე მომუშავე ავტომობილს, 2022 წლიდან ქალაქის ცენტრში ავტობუსები აღარ იმოძრავებენ, ხოლო 2025 წლიდან ეს აკრძალვა სკუტერებსა და მოტოციკლებზე გავრცელდება.

გარდა ამისა, ხელისუფლებამ დააანონსა, რომ ელექტრომობილებზე გადასვლისთვის გარკვეულ სუბსიდიებს დააწესებს. კერძოდ, მოქალაქეებს პარკინგისა და მანქანის დატენვის ხარჯებს ნაწილობრივ აუნაზღაურებს.

ნიდერლანდებში ჰაერის დაბინძურება იმაზე მაღალია, ვიდრე ეს ევროკავშირის რეგულაციებშია გაწერილი. ძირითადად ეს იმისთანაა დაკავშირებული, რომ ავტომობილებს მჭიდროდ დასახლებულ ამსტერდამსა და როტერდამში აქტიურად იყენებენ.