საქართველოს ფოსტის შეძენა თიბისი ბანკსა და საქართველოს ბანკს სურთ. ამის შესახებ სახელმწიფო კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ლევან ჩიკვაიძემ განაცხადა. ინფორმაცია On.ge-ს ფოსტის პრესსამსახურში დაუდასტურეს.

"ყიდვით დაინტერესებული კომპანიები არიან ადგილობრივი საბანკო სექტორის წარმომადგენლები. მათთან სტრატეგიულ პარტნიორობაზეც ვმუშაობთ პირველ ეტაპზე, რომელმაც შესაძლოა, დაასწროს პრივატიზების პროცესს. ეს გახლავთ: რამდენიმე უცხოური, ელექტრონული კომერციით დაკავებული კომპანია, ასევე ორი დიდი ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც ჯგუფურად განიხილავს რამდენიმე ეროვნული ოპერატორის პრივატიზებას", — საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, თქვა ჩიკვაიძემ.

ის აღნიშნავს, რომ სახელმწიფო კომპანიის გასხვისების ვადა აუდიტზეა დამოუკიდებული, რომელიც, მისივე თქმით, საბაზრო ღირებულებას დაადგენს.