მსახიობების შეუდარებელი წყვილი გოგონების, ჯეიმსისა და ინეზის შემდეგ მესამე შვილს ელოდება. ამის შესახებ საზოგადოებამ სრულიად მოულოდნელად გაიგო, როცა ბლეიკ ლაივლი ფილმის პოკემონი, დეტექტივი პიკაჩუს პრემიერაზე ქმართან ერთად დიდი მუცლით გამოცხადდა.

"ყოველთვის მინდოდა დიდი ოჯახი. სიამოვნებით მეყოლებოდა 30 შვილი, რომ შემეძლოს", - თქვა ცოტა ხნის წინ ბლეიკმა ინტერვიუში.

მსახიობი პრემიერაზე ქმრის მხარდასაჭერად მივიდა, რომელიც ანიმაციაში პიკაჩუს ახმოვანებს. მათ ორივე შვილიც ახლდათ თან. ბლეიკი და რაიანი 2012 წელს დაქორწინდნენ.

პირველ შვილს წყვილმა რაიანის მამის სახელი, ჯეიმსი დაარქვა. რეინოლდსი ხშირად ხუმრობს იმაზე, რომ მის ქალიშვილს კაცის სახელი ჰქვია:

"ვარსკვლავების შვილებს უცნაური სახელები ჰქვიათ და ჩვენ მგონი გამონაკლისები არ ვართ".

ლაივლი ამბობს, რომ სურს მის შვილებს ისეთივე ჩვეულებრივი და ნორმალური ცხოვრება ჰქონდეთ, როგორც მას ჰქონდა.