მეტროსადგურ სარაჯიშვილზე რელსებზე ჩავარდნილი კაცი გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს უთხრეს, რომ გარდაცვლილი, სავარაუდოდ, 20 წლისაა.

მათივე ცნობით, შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულები და მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. კაცი მეტროში რელსებზე დღეს, 3 მაისს დილით ჩავარდა. ამ მიზეზით მეტრო ნაწილობრივ გაჩერდა.