ვეტმოს 2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია, რომელიც საქართველოს ისტორიას მოგვითხრობს, დემნა გვასალიამ პარიზში 2018 წლის ივლისში წარადგინა.

ამავე დროს დაანონსდა აპლიკაციაც, რომელიც Apple Store-ზე ხელმისაწვდომი სულ ცოტა ხნის წინ გახდა. აპლიკაციის ლინკი ვეტმოს ინსტაგრამის ბიოგრაფიის ველშიცაა გალინკული.

აპლიკაცია კოლექციის ფარგლებში გამოსულ ტანსაცმელზე ნახატებისა და QR კოდის სკანირების საშუალებას იძლება. პირველის შემთხვევაში, ანიმაციები მობილურის ეკრანზე ცოცხლდებიან, ხოლო QR კოდის სკანირებისას მომხმარებელი ვიკიპედიის გვერდზე გადადის, რომელიც 1992 წელს აფხაზეთში ქართველების გენოციდზე უყვება მსოფლიოს.

Ethnic cleansing of Georgians in Abkhazia (ქართველების ეთნიკური წმენდა აფხაზეთში) ასე ჰქვია ვიკიპედიის აღნიშნულ გვერდს.

"ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ჩემი დოკუმენტური ცხოვრება ტანსაცმელში გადავიტანე. ეს კოლექცია საქართველოს მივუძღვენი, ქვეყანას, სადაც მე და ჩემი ძმა გურამი 90-იან წლებში გავიზარდეთ. იქ სადაც მე ვცხოვრობდი, ომი იყო. მინდოდა რომ ჩემი ბრაზის, შიშისა და ტკივილის წინააღმდეგ ამ შოუთი გამოვსულიყავი. ეს ისაა, რაც აქამდე არ მინდოდა რომ გამხსენებოდა, რადგან ის წარსულში დამაბრუნებდა.

გადავწყვიტე, რომ ეს უნდა გამეკეთებინა და შემოქმედებითი მხრივ, ასეთი ბედნიერი არასდროს ვყოფილვარ. მივხვდი, რომ შემეძლო ამის გასაჯაროება", — ასე ახსნა დემნა გვასალია ვეტმოს კოლექციის შინაარს Vogue-თან.

ფოტო: Kim WestonArnold

აპლიკაციის გამოყენებისას ვეტმოს ტანსაცმელი ასე გამოიყურება:

აპლიკაცია ანდროიდის ოპერაციული სისტემისთვის ჯერ ხელმისაწვდომი არაა.