შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში გამოსვლის დროს თქვა, რომ ამერიკულ ბაზებთან დაკავშირებით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას არ შეაფასებს. მანვე აღნიშნა, რომ აშშ-ს საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და მასთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია.

"რა თქმა უნდა, აშშ-სთან ორმხრივი ურთიერთობა როგორც უსაფრთხოების, ასევე თავდაცვის ნაწილში არის ამ ქვეყნის პრიორიტეტი. გამომდინარე აქედან ყველა დასკვნები", — აღნიშნა მინისტრმა.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ამერიკის ხმასთან ინტერვიუში თქვა, რომ საქართველოში ამერიკული სამხედრო ბაზის აშენება, შესაძლოა, პროვოკაციად იქნას აღქმული. ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მას "არ ჰგონია", საქართველოში ამერიკული ბაზის აშენება რეკომენდირებული იყოს.

ამავე თემაზე: