ტვიტერის ერთ-ერთმა მომხმარებელმა Apex_sH ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც მის ძლევამოსილ დისშვილსა და საგანგებოდ გაწვრთნილ ჩიტს ასახავს.

ბავშვმა თუთიყუში იმ ადამიანებზე თავდასხმისთვის გაწვრთნა, რომლებიც არ მოსწონს და თავს აბეზრებენ.

ვიდეოში გარკვევით ჩანს განრისხებული გოგო, რომელიც თავდასხმის ბრძანებას გასცემს, თვალებანთებული ჩიტი კი პატრონის მითითებას დაუყოვნებლივ ასრულებს და კამერით შეიარაღებულ ბიჭს თავს ესხმის.

ვიდეოში მოვლენები საკმაოდ სწრაფად ვითარდება და შეიძლება გამოგეპაროთ კიდეც ამ უსაყვარლესი ბავშვისა და ბობოქარი ჩიტის განრისხებული სახეები, რომელიც ამ ფოტოზე გარკვევით ჩანს:

პოსტს ინტერნეტში საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა და მომხმარებლები ერთმანეთის მიყოლებით წერენ საკუთარ მოსაზრებებს დამჯერი ჩიტის შესახებ.

"მე, როდესაც ამ ჩიტს მათ წინააღმდეგ გამოვიყენებ, ვინც უნებართვოდ შემეხება", — წერს ტვიტერის მომხმარებელი.

ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, გულწრფელად გირჩიოთ, რომ ეს ამბავი თქვენი შვილების ყურამდე არ მიიტანოთ — ვინ იცის, იქნებ სასურველ სათამაშოს რომ აღარ უყიდით, შინაური ცხოველები თქვენს წინააღმდეგ გაწვრთნან.