ვითიბი ბანკის მხარდაჭერით, 3, 4 და 5 მაისს, 15:00 საათზე, თბილისის იპოდრომზე (ლისის ტბა), გაიმართება მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპი - VTB CUP 2019.

შეჯიბრში წარმოდგენილი იქნება წინაღობათა გადალახვა. მონაწილეობას მიიღებენ მხედრები აზერბაიჯანიდან, ბელორუსიდან, ირანიდან, სომხეთიდან და საქართველოდან.

ტურნირის ორგანიზატორია საქართველოს საცხენოსნო სპორტის ფედერაცია, მხარდამჭერი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

შეჯიბრის ფინალური ეტაპი 5 მაისს გაიმართება. ტურნირზე დასწრება თავისუფალია.