მას შემდეგ, რაც შეყვარებულთან და მომღერალთან ჯესი ჯეისთან ჯენგას თამაშისას დამარცხდა, ამერიკელმა მსახიობმა ჩანინგ ტატუმმა ინსტაგრამზე თავისი შიშველი ფოტო გამოაქვეყნა.

ფოტოში ის შხაპის ქვეშ დგას და სასქესო ორგანოზე ხელები აქვს აფარებული.

"ჯესიკა კორნიშთან (ჯესი ჯეი) ჯენგაში დავმარცხდი. როგორც წაგებულს, მომიწია ჯესის მიერ არჩეული ფოტოს გამოქვეყნება. მასთან ჯენგას აღარასდროს ვითამაშებ", - დაწერა ტატუმმა.

წარწერის ბოლოს მან ფოტოს ავტორიც მონიშნა, რომელიც არ გაგიკვირდებათ, რომ ასევე მისი შეყვარებულია.

ჯესი ჯეიმ და ჩანინგ ტატუმმა ურთიერთობა ექვსი თვის წინ გააოფიციალურეს. ნოემბერში ტატუმმა შეყვარებულს ინსტაგრამზე გულთბილი პოსტი მიუძღვნა, 26 აპრილს კი, მსახიობს დაბადების დღე ჯესი ჯეიმ სიმღერით მიულოცა.