გიგა ბოკერიას, ლელა ქებურიას და ზურაბ ჭიაბერაშვილის შემდეგ საპენსიო სააგენტოს ევროპული საქართველოს კიდევ სამი დეპუტატი ტოვებს. დავით ბაქრაძე, ლაშა დამენია და თენგიზ გუნავა საპენსიო სააგენტოში დღეს, 2 მაისს მივიდნენ.

დავით ბაქრაძის განცხადებით, ერთ-ერთი მთავარი ხარვეზი, რაც გააჩნია დაგროვებითი საპენსიო სისტემის არსებულ მოდელს არის, მისი იძულებითი ხასიათი.

"ადამიანებს არჩევანი არ აქვთ, მათ არ შეუძლიათ აარჩიონ, თუ სად დააბანდონ საკუთარი ფული, არ შეუძლოათ აარჩიონ, რა მოცულობის შენატანი შეიტანონ. ამიტომ, ჩვენ დემონსტრაციულად გავდივართ ამ სქემიდან, რომ საზოგადოებამ, ჩვენმა მოსახლეობამ ის მაინც გაიგოს, რომ მათ მინიმალური თავისუფლება იმაში მაინც აქვთ, რომ ვისაც არ სურს საპენსიო სქემაში მონაწილეობა შეუძლია დატოვოს საპენსიო სისტემა", — განაცხადა დავით ბაქრაძემ.

დაგროვებითი საპენსიო სისტემა 2019 წლის იანვრიდან ამოქმედდა. დასაქმებულის საპენსიო ანგარიშზე ყოველთვიურად დაუბეგრავი ხელფასის 6 პროცენტი გროვდება. კანონის მიხედვით, 2 პროცენტი დასაქმებულის ხელფასიდან აკლდება, 2 პროცენტს დამსაქმებელი იხდის, დარჩენილი 2 პროცენტს კი — სახელმწიფო. 40 წლამდე პირებისთვის დაგროვებითი საპენსიო სისტემა სავალდებულოა, 40 წლამდე მყოფ პირებს კი შეუძლიათ სურვილის შემთხვევაში სისტემა დატოვონ.