ტელეკომპანია იმედში აცხადებენ, რომ პროდიუსერ მაია სტეფნაძის გათავისუფლების საფუძველი ურთიერთშეთანხმება გახდა. ამის შესახებ On.ge-ს ტელევიზიის HR-მა სალომე ბარეზაშვილმა განუცხადა.

"ეს ნიშნავს კომპანიასა და თანამშრომელს შორის არსებულ ურთიერთშეთანხმებას", — აცხადებენ სალომე ბარეზაშვილი.

კითხვაზე, უარყოფს თუ არა ტელევიზია სტეფნაძის ბრალდებებს გათავისუფლების პოლიტიკურ მოტივთან დაკავშირებით, ბარეზაშვილი ამბობს, რომ მეტ კომენტარს ვერ გააკეთებს.

ტელეკომპანია იმედის ტოქ-შოუს სხვა რაკურსის პროდიუსერი მაია სტეფნაძე აცხადებს, რომ სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს. მისივე განმარტებით, მიზეზი პანკისის ხეობის მცხოვრებლების მხარდამჭერ აქციაზე სიტყვით გამოსვლა და სოციალურ ქსელში მხარდამჭერი პოსტის გამოქვეყნება გახდა.