Jonas Brothers-ის სოლისტმა ჯო ჯონასმა და Game Of Thrones-ის სანსამ, სოფი ტერნერმა გუშინ ლას-ვეგასში იქორწინეს.

მსოფლიოსთვის მოულოდნელი ცერემონია ზუსტად 2019 წლის Billboard Music Awards-ის შემდეგ გაიმართა, რომელზეც ჯონასმა შეასრულა.

წყვილმა ერთმანეთი 2016 წელს გაიცნო. მაშინ ჯონასმა სოფი ტერნერს ინსტაგრამზე მიწერა, რომ საერთო მეგობრები ჰყავდათ და ერთმანეთს უნდა შეხვედროდნენ. ჯონასისა და ტერნერის ურთიერთობა კი იმავე წლის დეკემბერში გაოფიციალურდა. 2017 წლის ოქტომბერში კი ჯომ სოფის ხელი სთხოვა.

ქორწინების ამსახველი კადრები ამერიკელმა დიჯეიმ, დიპლომ ინსტაგრამის სთორიში გაავრცელა.