თუკი დღეს თბილისის ქუჩებში ფეხით სეირნობდით, აუცილებლად შეამჩნევდით ახალი ბრენდის უცნაურ პოსტერებს, რომელმაც უამრავი კითხვა გააჩინა.

რა არის Dze_Georgian Project? - ამ სახელს თუ დაგუგლავთ, აღმოაჩენთ, რომ მას ოფიციალური გვერდიც აქვს, რომლიდანაც ირკვევა, რომ Dze_Georgian Project ახალი ტანსაცმლის ბრენდია. მისი პრეზენტაცია თბილისში Mercedes Benz-ის მოდის კვირეულზე შედგება.

საიტზე მიბმულია ვიდეო-რგოლიც, რომელშიც ყველაფერი უფრო მეტად დამაბნეველი ხდება. ვინტაჟურ ტანისამოსში გამოწყობილი ადამიანები, ქართული ელემენტებით შექმნილი ელექტრონული მუსიკა, ნიღბები და ყვავილები. რას უნდა ნიშნავდეს ეს ყველაფერი?

ამ კითხვებს პასუხი ალბათ მომდევნო დღეებში გაეცემა და ჩვენ მას აუცილებლად შემოგთავაზებთ. მანამდე კი, შეგიძლიათ Dze_Georgian Project-ის ინსტაგრამის გვერდზე სიახლეებს თავადაც ადევნოთ თვალი.