როდესაც განწყობაზე არ ვართ, არც დაუპატიჟებელი სტუმრების გამასპინძლება გვსიამოვნებს. თუმცა, აი, ამ კალიფორნიელ კაცს რაღა უნდა ეთქვა, როდესაც ჭიშკარი ღია დარჩა და მის ეზოში არც მეტი, არც ნაკლები 200 ცხვარი შეიჭრა?!

დიახ, საუბარია ძალიან თავხედ და გაიძვერა ცხვრებით დაკომპლექტებულ ფარაზე, რომელმაც დრო იხელთა და დროებით სხვის პირად საკუთრებას დაეპატრონა.

თუ არ გჯერათ, თავად ნახეთ ვიდეო, რომელიც ამავე ეზოს მეპატრონემ გადაიღო:

"ისინი სწრაფად შემოცვივდნენ ჭიშკრიდან და ერთად მოგროვდნენ. მალევე მივხვდით, რომ ჩვენს ეზოს ასობით ცხვარი დაეპატრონა, ჩვენ კი უბრალოდ არ ვიცოდით, თუ რა უნდა გვექნა", — ამბობს ვიდეოს ავტორის, სკოტ რუსოს ცოლი.

რა თქმა უნდა, დაუპატიჟებელი სტუმრები ცოცხალი თავით არ ტოვებდნენ ეზოს. საბედნიეროდ განსაცდელში მყოფმა ოჯახმა ყვირილით მოახერხა ცხვრების ცოტათი შეშინება და მათი ეზოდან გარეკვა.

კარგი ის არის, რომ ახლა სკოტმა კარგად იცის, ყოველთვის ყურადღებით უნდა შეამოწმოს დაკეტილია, თუ არა ეზოს უკანა ჭშკარი.