თამაშ Sonic the Hedgehog-ის ადაპტაცია Paramount Pictures-მა გადაიღო და მისი პირველი ტრეილერი აპრილის ბოლო დღეს გამოვიდა. ახალ პროექტში ერთ-ერთ მთავარ როლს მსახიობი ჯიმ კერი ასრულებს.

კერი უარყოფით პერსონაჟს, დოქტორ რობოტნიკის ანსახიერებს, რომელიც ლურჯბეწვიანი სონიკის შეჩერებას ცდილობს.

Sonic the Hedgehog-ის პირველი თამაში 1991 წელს გამოუშვეს ექსკლუზიურად Sega Mega Drive-სთვის. 2010 წელს მსოფლიოში გაიყიდა სონიკის სერიების 70 მილიონი ასლი.

თამაშების თითქმის ყველა სერიაში სონიკი არის მთავარი გმირი. მან უნდა გადაარჩინოს მსოფლიო სხვადასხვა საფრთხისაგან, ძირითადად, მთავარი მეტოქე დოქტორ ივო რობოტნიკისგან. რობოტნიკის მიზანია მართოს მსოფლიო და შექმნას ეგმანლენდი. ამის მისაღწევად ის ცდილობს გაანადგუროს სონიკი და ხელში ჩაიგდოს ქაოსის ზურმუხტები.

ფილმი კინოთეატრებში 2019 წლის ნოემბერს გამოვა.