1-7 მაისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბომედიცინის ცენტრში გაიმართება მე-4 საერთაშორისო სიმპოზიუმი და ახალგაზრდა მეცნიერთა სკოლა — თავის ტვინი და ნეიროპლასტიურობა: მოლეკულური და სტრუქტურული ასპექტები.

სიმპოზიუმის და სკოლის მთავარი მიმართულებებია: უჯრედული და მოლეკულური ბიოლოგია, ბიოქიმია, ბიოფიზიკა, მულტიმოდალური იმიჯინგი, ნეიროინფორმატიკა და ქცევა.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართება პლენარული სხდომები, სასტენდო მოხსენებები, მრგვალი მაგიდა და ახალგაზრდა მეცნიერთა სკოლა, რომელიც მოიცავს როგორც სალექციო საათებს, ასევე ტრენინგებს ელექტრონულ და ატომურ-ძალოვან მიკროსკოპიაში, იმუნოჰისტოქიმიასა და სხვა ლაბორატორიულ მეთოდებში.

ახალგაზრდა მეცნიერთა სკოლის ფარგლებში ჩატარდება სპეციალური სესია ახალგაზრდა მეცნიერთათვის. ახალგაზრდა მეცნიერის საუკეთესო ნაშრომი (ზეპირი ან სასტენდო მოხსენება) დაჯილდოვდება საქართველოს Sigma Xi – განყოფილების ჯილდოთი.

საორგანიზაციო კომიტეტი:

კონფერენციის ხელმძღვანელი: პროფესორი მ. ჟვანია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი;

პროფესორი ნადეჟდა (ნანა) ჯაფარიძე – ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი, ნიუ-ვიჟენ უნივერსიტეტი;

პროფესორი რევაზ სოლომონია – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი;

დოქტორი თამარ ლორთქიფანიძე – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი;

დოქტორი თამარ ბიკაშვილი – ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი;

მაგისტრი დავით ხუციშვილი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;

მაგისტრი ნინო ფოჩხიძე – ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი.

ღონისძიების სამეცნიერო კომიტეტი:

  • პროფესორი მზია ჟვანია (საქართველო)
  • პროფესორი ბჰანუ ჯენა (აშშ)
  • პროფესორი ნადეჟდა (ნანა) ჯაფარიძე (საქართველო)
  • დოქტორი თამარ ბიკაშვილი (საქართველო)
  • დოქტორი სანდორ კაზასი (შვეიცარია)
  • პროფესორი ლალი შანშიაშვილი (საქართველო)


ინფორმაცია თეზისების გაფორმების და გაგზავნის წესის შესახებ შეგიძლიათ მოცემულ ბმულზე იხილოთ.