კომპანიას, რომელმაც ოთხშაბათი დასვენებად გამოაცხადა, შემოსავალი გაეზარდა
უკვე ერთი წელია, რაც ავსტრალიურმა კომპანიამ, ციფრული მარკეტინგის სააგენტომ Versa ოთხშაბათობით მუშაობა აკრძალა, დასაქმებულებს კი ისევ ხუთი დღის სამუშაოს საფასურს უხდის.
თანამშრომლები იგივე სამუშაო საათებში მუშაობენ, როგორც მანამდე. შეხვედრები ოთხშაბათობით ჩანიშნული არაა, თუმცა თუ კლიენტს სასწრაფო საქმე აქვს, რომელიც აუცილებლად იმ დღესვე უნდა შესრულდეს, თანამშრომელი მას მხოლოდ ამ შემთხვევაში პასუხობს.
"ყველას გვინდა, რომ ამ გეგმამ გაამართლოს, რადგანაც მოგვწონს ასეთი მოქნილი გრაფიკი. თუ მინდა, რომ ოთხშაბათობით მუშაობა არ მომიწიოს, ჩემს კვირას უკეთ ვგეგმავ", — ამბობს პროექტის ხელმძღვანელი, შრაუენი.
კომპანიის პოლიტიკა გასულ ივლისს შეიცვალა. როგორც Versa-ს დამფუძნებელი და აღმასრულებელი კეტ ბლექჰემი ამბობს, ამის შემდეგ, კომპანიის მოგება თითქმის გასამმაგდა, ხოლო შემოსავალი 46%-ით გაიზარდა.
"მუშაობის ეს სტილი ერთი შეხედვით ყველაზე შეუსაბამო ინდუსტრიაში — სერვისებზე დაფუძნებულ პლატფორმაზე დავგეგმეთ. ეს ინდუსტრია საკუთარი გრძელი სამუშაო საათებითაა ცნობილი, თანამშრომლები მაშინაც მუშაობენ, როდესაც ინოვაციური იდეები ჩნდება", - ამბობს ბლექჰემი.
შუა კვირის დასვენების დღეს დასაქმებულები სავარჯიშო დარბაზში, სახლის საქმეებზე, ან ოჯახის წევრებთან ატარებენ.
რატომ მაინცდამაინც ოთხშაბათი?
ბლექჰემის გადაწყვეტილებით, ოთხშაბათმა თითქოს ორი "მინი-კვირა" შექმნა და იმ ორშაბათობის შეგრძნება, რომელიც თანამშრომლების უმრავლესობას აქვს, ფაქტობრივად, გაქრა.
პროფესორი ჯაროდ ჰაარი არ გაუკვირვებია იმ ფაქტს, რომ ოთხშაბათის სამუშაო დღედ გაუქმება კომპანიისთვის წარმატებული აღმოჩნდა. ადამიანების რესურსების მართვის პროფესორმა ჰაარმა, საკუთარი კვლევის მიხედვით დაასკვნა, რომ ადამიანთა უმრავლესობას ურჩევნია ოთხშაბათს ჰქონდეს თავისუფალი დღე.
"დასაქმებულთათვის ამ პოლიტიკის გატარება ნიშნავს იმას, რომ ხუთშაბათს სამსახურს უფრო დასვენებული უბრუნდები, რაც უკვე მეტ პროდუქტიულობაზე მიუთითებს", — ამბობს ის.
თუმცა, ზოგ შემთხვევაში, ასეთმა გრაფიკმა არ გაამართლა. მაგალითად, შვედეთში ყოველდღე 6-საათიანი მუშაობისას დაასკვნეს, რომ დასაქმებულთა პროდუქტიულობა იზრდებოდა, თუმცა ხარჯები იმდენად იზრდებოდა, რომ მათი სამსახურიდან გაშვება უწევდათ.
ასევე აშშ-ში, რამდენიმე სტარტაპს, რომელიც ცოტა ხნით 4-დღიან სამუშაო კვირაზე გადავიდა, ისევ უკან, 5-დღიან გრაფიკზე დაბრუნება მოუწია, რადგან კომპანია ნაკლებად კონკურენტული ხდებოდა და თანამშრომლებიც მეტად ისტრესებოდნენ.
მიუხედავად ამისა, ბარნი, Perpetual Guardian-ის დამფუძნებელი ამჟამად 50 კომპანიასთან ტრენინგებს ატარებს იმაზე, თუ როგორ უნდა განხორციელდეს 5-დღიანი სამუშაო კვირა.
როგორც პროფესორი, რეი კუპერი ამბობს, კიდევ ერთი მნიშნელოვანი საკითხია ქალების დაკარგვა სამუშაო ძალიდან.
"ავსტრალიაში ქალების საშუალო ასაკი, რომლებიც შვილს აჩენენ, 30 წელია. სწორედ ამ დროს ვხდებით ყველაზე პროდუქტიული თანამშრომლები და ვაღწევთ დასახულ მიზნებს. ჩვენ ქალებს იმიტომ ვკარგავთ სამუშაო ძალიდან, რომ მათ არჩევანს ვუტოვებთ დედობასა და პროდუქტიულ თანამშრომელს შორის", - ამბობს ის.
-
გადახედვაბრაზილიაში 9 000 წლის წინ შექმნილი ხელოვნების ნიმუში აღმოაჩინეს ბრაზილიაში 9 000 წლის წინ შექმნილი ხელოვნების ნიმუში აღმოაჩინეს
-
გადახედვათბილისი პრაიდი: რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია! თბილისი პრაიდი: რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია!
-
გადახედვამთვარეზე თავდაყირა დამჯდარი იაპონური აპარატი მეორე ღამესაც გადაურჩა მთვარეზე თავდაყირა დამჯდარი იაპონური აპარატი მეორე ღამესაც გადაურჩა
-
გადახედვამეცნიერებმა ორი მამრისგან ჯანმრთელი თაგვები გამოიყვანეს და ეს მდედრის დნმ-ის გარეშე მეცნიერებმა ორი მამრისგან ჯანმრთელი თაგვები გამოიყვანეს და ეს მდედრის დნმ-ის გარეშე
-
გადახედვაკობახიძე: ბატონ ბიძინა ივანიშვილთან მაქვს რეგულარული სატელეფონო კომუნიკაცია კობახიძე: ბატონ ბიძინა ივანიშვილთან მაქვს რეგულარული სატელეფონო კომუნიკაცია
-
გადახედვაისტორიაში პირველად, პაპმა ფეხთბანვის რიტუალი მხოლოდ ქალების მონაწილეობით ჩაატარა ისტორიაში პირველად, პაპმა ფეხთბანვის რიტუალი მხოლოდ ქალების მონაწილეობით ჩაატარა
-
გადახედვაშაქრო კალაშოვმა ციხე დატოვა შაქრო კალაშოვმა ციხე დატოვა
-
გადახედვასუს-მა, ქრთამის აღების ფაქტზე, ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ-ის 3 ყოფილი თანამშრომელი დააკავა სუს-მა, ქრთამის აღების ფაქტზე, ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ-ის 3 ყოფილი თანამშრომელი დააკავა
-
-
გადახედვაბეთჰოვენის დნმ-ში განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭი არ გამოვლინდა — რას ნიშნავს ეს ბეთჰოვენის დნმ-ში განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭი არ გამოვლინდა — რას ნიშნავს ეს
-
გადახედვაGeorgian Airways, ევრო 2024-ზე დასწრების მსურველებისთვის, გერმანიის მიმართულებით, პირდაპირ ფრენებს შეასრულებს Georgian Airways, ევრო 2024-ზე დასწრების მსურველებისთვის, გერმანიის მიმართულებით, პირდაპირ ფრენებს შეასრულებს
-
გადახედვაკალაძე მელიასა და გვარამიაზე: ბოროტების და რადიკალიზმის ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის კალაძე მელიასა და გვარამიაზე: ბოროტების და რადიკალიზმის ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის
-
გადახედვაორსულების დიეტა ნაყოფის სახის მახასიათებლებზე მოქმედებს — კვლევა ორსულების დიეტა ნაყოფის სახის მახასიათებლებზე მოქმედებს — კვლევა
-
გადახედვაComcom-მა დათვალა, რამდენმა ადამიანმა უყურა საქართველო-საბერძნეთის მატჩს პირველ არხზე Comcom-მა დათვალა, რამდენმა ადამიანმა უყურა საქართველო-საბერძნეთის მატჩს პირველ არხზე
-
გადახედვანახეთ: როგორ ჩანს დედამიწაზე სეზონების ცვლილება კოსმოსიდან ნახეთ: როგორ ჩანს დედამიწაზე სეზონების ცვლილება კოსმოსიდან
-
გადახედვასომხეთში სოლოვიოვის პროპაგანდისტული გადაცემების ტრანსლირება აიკრძალა სომხეთში სოლოვიოვის პროპაგანდისტული გადაცემების ტრანსლირება აიკრძალა
-
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას
-
გადახედვაბჟანიას გადადგომის მოთხოვნით სოხუმში აქტივისტი შიმშილობს ბჟანიას გადადგომის მოთხოვნით სოხუმში აქტივისტი შიმშილობს
-
გადახედვაჯიფსი როუზი ციხის დატოვებიდან 3 თვის შემდეგ განქორწინდა ჯიფსი როუზი ციხის დატოვებიდან 3 თვის შემდეგ განქორწინდა
-
გადახედვათბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შრომითი უფლებების დარღვევა გამოვლინდა - კულტურის პროფკავშირი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შრომითი უფლებების დარღვევა გამოვლინდა - კულტურის პროფკავშირი
კომენტარები