17 მაისს "ოჯახის სიწმინდის დღეს" დაგეგმილი კონცერტის ორგანიზატორი, დავითიანი აცხადებს, რომ ნინო ქათამაძისგან მონაწილეობაზე უარი არ მიუღიათ. ორგანიზაციის ხელმძღვანელი, კოტე სვანიძე On.ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ ქათამაძე იმავე დღეს საზღვარგარეთ მიფრინავს და თუმცა, კონცერტი მანამდეა დაგეგმილი.

"აკომპანიმენტის საკითხს ვაგვარებთ. დიდი ალბათობით, ნიკოლოზ რაჭველიც იქნება და მაღალ დონეზე ჩატარდება კონცერტი", — ამბობს ორგანიზაციის ხელმძღვანელი და დასძენს, რომ კონცერტი დიდი ალბათობით (90%) გაიმართება.

სვანიძე ამბობს, რომ ნინო ქათამაძის მონაწილეობასთან დაკავშირებით პასუხი პარასკევს, 3 მაისს ეცოდინებათ.

ნინო ქათამაძე On.ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ კონცერტში მონაწილეობას იმ პირობით დათანხმდება, თუ არ დაირღვევა ამით ლგბტ თემის უფლებები.

"ყველაფერი, რაც კეთდება, უნდა გაკეთდეს სიყვარულით, მაგრამ არა სხვა ადამიანების, რა ორიენტაცისაც არ უნდა იყვნენ, მათი განადგურების, დამცირების და მკვლელობის ხარჯზე", — ამბობს ქათამაძე.