ნაციონალური ბალეტი სუხიშვილები 17 მაისს, "ოჯახის სიწმინდის დღეზე" იცეკვებს. ამის შესახებ ინფორმაცია On.ge-ს ცხელ ხაზზე დაუდასტურეს.

17 მაისი ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. 2013 წლის 17 მაისს ძალადობრივმა ჯგუფებმა, მათ შორის ანაფორით შემოსილმა პირებმა მშვიდობიანი აქცია დაარბიეს. ამის შემდეგ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა, ილია მეორემ 2014 წელს ეს დღე "ოჯახის სიწმინდის დღედ" გამოაცხადა.

ბროშურაზე "ჩვენი ოჯახი ჩვენი ღირსებაა" ვკითხულობთ, რომ გალა კონცერტზე იმღერებენ ნინო ქათამაძე, თამრიკო ჭოხონელიძე, ნატო მეტონიძე, აჩიკო ნიჟარაძე და სხვა შემსრულებლები. On.ge ინფორმაციის დასადასტურებლად შემსრულებლებთან დაკავშირებას ცდილობს და ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ. On.ge-ს ნინო ქათამაძის პროდიუსერმა, ბუკა კარტოზიამ უთხრა, რომ მომღერალი კონცერტში მონაწილეობას არ მიიღებს.