უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავჯდომარის მამუკა ახვლედიანის ბრალდებებს უარყოფენ. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

ახვლედიანის თქმით, მის წინააღმდეგ რევანშისტული ხასიათის დევნა განხორციელდა და სწორედ ამიტომ დაატოვებინეს თანამდებობა.

ნინო გვენეტაძე და ლევან მურუსიძე ასევე უარყოფენ ახვლედიანის ბრალდებას იმის შესახებ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან მოსამართლეების საკვალიფიკაციო გამოცდის ტესტებმა წინასწარ მათი დახმარებით გაჟონა.

საბჭოს წევრების თქმით, მამუკა ახვლედიანი თანამდებობიდან მენეჯერული დარღვევების გამო გაათავისუფლეს და საბჭომ გადაწყვეტილება ორგანულ კანონზე დაყრდნობით მიიღო.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მამუკა ახვლედიანი თბილისის საქალაქო სასამართლოს თავჯდომარის თანამდებობიდან 22 თებერვალს გაათავისუფლა. ახვლედიანი მიიჩნევს, რომ თანამდებობა განსხვავებული აზრის გამო დაატოვებინეს.