პაშა ბანკმა პარტნიორებსა და თანამშრომლებს აღდგომა გარემოსდაცვითი აქტივობით მიულოცა
პაშა ბანკმა პარტნიორებსა და თანამშრომლებს აღდგომის დღესასწაული, ტრადიციულად, გარემოსდაცვითი აქტივობით მიულოცა. ბანკი თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარის, რევაზ სოხაძის ინიციატივას შეუერთდა და სააღდგომოდ, კამპანია "გაამწვანე ვარკეთილის" ფარგლებში, ასი მოზრდილი ძირი ნეკერჩხლის ხე და ელდარის ფიჭვი დარგო. აღნიშნული კამპანია რეკრეაციული სივრცეების განვითარებასა და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას ემსახურება.
"ვაგრძელებთ კამპანიას "გაამწვანე ვარკეთილი". ამისთვის დიდი მადლობა მინდა გადავუხადო პაშა ბანკს, რომლის დახმარებითაც, დღეს ასი ძირი ხე დავრგეთ ვარკეთილში",- აღნიშნა რევაზ სოხაძემ, ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ.
"პაშა ბანკს უკვე ათი ათასამდე ძირი ხე აქვს დარგული საქართველოს მასშტაბით. ამჯერად, პირველად ვაფინანსებთ თბილისში მოზრდილი ხეების დარგვას. ვისურვებდი, რომ გაგრძელდეს ქალაქის გამწვანებისთვის ასეთი პროექტები. პაშა ბანკი ყოველთვის შეეცდება, თავისი წვლილი შეიტანოს გარემოს გაუმჯობესებასა და დაცვაში",- განაცხადა პაშა ბანკის PR-ისა და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა, ანანო ქორქიამ.
პაშა ბანკი ბაქოში სათავო ოფისის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც ოპერირებს აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. პაშა ბანკი მსხვილ, საშუალო და მცირე ზომის საწარმოებს სთავაზობს კორპორაციულ და საინვესტიციო საბანკო მომსახურებას.
პაშა ბანკის გარემოსდაცვითი აქტივობები:
- 2019 წლის 21 მარტს, პაშა ბანკის თანამშრომლებმა კრწანისის ტყე-პარკში (ასევე ცნობილია, როგორც ფონიჭალის ნაკრძალი), 2 ჰექტრის ფართობის ტერიტორია მესამედ დაასუფთავეს;
-
2017 წლის დადგომის მისალოცად, კლიენტების და პარტნიორების სახელზე პაშა ბანკმა 2017 ძირი ხე დარგო ბორჯომის მახლობლად, დამწვარი ტყის აღსადგენად; აღნიშნული აქტივობა პაშა ბანკმა 2018 წლის დადგომის მისალოცადაც გაიმეორა და 2018 ძირი ხის დარგვა დააფინანსა;
-
2018 წლის სააღდგომო აქტივობა: არასამთავრობო ორგანიზაცია "პირველი ნაბიჯის" ეზოში, კავკასიური სოჭის ოცდაათი ხის დარგვა, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ფონდის ბენეფიციარების საცხოვრებელ გარემოს;
-
2017 წ. - პროექტის "აღადგინე" მხარდასაჭერად, პაშა ბანკმა 500 ძირი ხე დარგო, ასევე ბორჯომის ტყის აღსადგენად;
-
2017 წ. - პაშა ბანკმა "აღადგინესთან" და კომპანია "კრიალასთან" ერთად წამოიწყო პროექტი, რომელიც გულისხმობდა ორგანიზაციებიდან მაკულატურის შეგროვებას გადასამუშავებლად: ყოველი შეგროვილი კილოგრამი ქაღალდის სანაცვლოდ, 13 თეთრი გადაირიცხა "აღადგინეს" ანგარიშზე. აღნიშნულ კამპანიაში ჩაერთო 110 კომპანია, შეგროვდა 19.5 ტონა მაკულატურა და ჯამში დაფინანსდა 300 ხის დარგვა;
-
2017 წლის აღდგომის მისალოცად კლიენტების და პარტნიორების სახელზე პაშა ბანკმა აჯამეთის დაცულ ტერიტორიაზე 1000 ძირი ქართული და იმერული მუხა დარგო;
-
2017 წლის გაზაფხულზე, სოფელ კონდოლში, პაშა ბანკის მხარდაჭერით, როტარი კლუბი თბილისი ამბასადორის ეკო-პროექტი განხორციელდა, რომლის ფარგლებშიც მოხდა სკოლის ეზოში სკვერის გაშენება, ხეების დარგვა და ეკო-კლუბის ჩამოყალიბება;
-
2017 წლის 1 ივნისს, ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, Georgia Today-სთან ერთად, პაშა ბანკმა თბილისის ათ სკოლას ქართული სოჭის ნერგები საჩუქრად გადასცა.
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
კომენტარები