კანის 72-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის შემადგენლობა ცნობილია. როგორც უკვე იცით, ჟიურის წელს მექსიკელი რეჟისორი, ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუ უხელმძღვანელებს. რაც შეეხებათ სხვა წევრებს, როგორც მოსალოდნელი იყო, ფესტივალის ორგანიზატორებმა ის ოთხი ქალი და ოთხი კაცი წევრისგან დააკომპლექტეს. ოქროს პალმის რტოს მფლობელს წელს გამოავლენენ:

  • ელ ფენინგი - მსახიობი
  • მაიმოუნა ნდიაიე - მსახიობი
  • იორგოს ლანთიმოსი - რეჟისორი
  • პაველ პავლიკოვსკი - რეჟისორი
  • კელი რეიხარდტი - რეჟისორი
  • ალიჩე რორვახერი - რეჟისორი
  • რობინ კამპილო - რეჟისორი
  • ენკი ბილალი - გრაფიკოსი

კანის კინოფესტივალის წლევანდელ პოსტერზე ლეგენდარული რეჟისორი, ანიეს ვარდაა გამოსახული, რომელიც 29 მარტს 90 წლის ასაკში გარდაიცვალა.

რაც შეეხება სექცია განსაკუთრებულ ხედვას, აქ ჟიურის თავმჯდომარე ლიბანელი რეჟისორი, გასული წლის ერთ-ერთი ყველაზე მნისვნელოვანი კინომოვლენის Capernaum რეჟისორი, ნადინ ლაბაკია.

ცნობილია ისიც, რომ კინოფესტივალს რეჟისორ ჯიმ ჯარმუშის ზომბი აპოკალიფსზე გადაღებული ფილმი The Dead Don't Die გახსნის.

კინოსურათში მთავარ როლებს ბილ მიურეი, ტილდა სუინტონი, სელენა გომეზი, ადამ დრაივერი, სტივ ბუშემი და ტომ ვაითსი ასრულებენ.

კიდევ ერთი ფილმი, რომელიც დღის სინათლეს კანში იხილავს ელტონ ჯონის შესახებ გადაღებული ფილმი Rocketman იქნება. თუმცა, დექსტერ ფლეტჩერის ეს ფილმი მონაწილეობას არ მიიღებს საკონკურსო პროგრამაში.

რაც შეეხება საკონკურსო პროგრამას, ოქროს პალმის რტოსთვის ერთმანეთს 19 ფილმი შეეცილება.

კანის საერთაშორისო კინოფესტივალი 14 მაისს დაიწყება.